პრესრელიზები

კახეთის რეგიონული კოორდინატორი სახალხო დამცველს შეხვდა

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" კახეთის რეგიონული კოორდინატორი, ნანა დევიძე, არასამთავრობო ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გურჯაანში, სახალხო დამცველს შეხვდა.

3 მაისის შეხვედრაზე განხილული იყო რეგიონში არსებული სხვადასხვა პრობლემები. ნანა დევიძემ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა რეგიონში წინასაარჩევნო გარემოს მიმდინარეობასა და „სამართლიანი არჩევნების“ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ შუალედურ ანგარიშში გამოვლენილ წინასაარჩევნო დარღვევებზე, კერძოდ, ქალაქ თელავში წინასაარჩევნო კამპანიის ჩაშლაზე.