პრესრელიზები

ქართული მედიაგარემო არსებული გამოწვევები და ახალი გზების ძიება

3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კონფერენცია “ქართული მედიაგარემო: არსებული გამოწვევები და ახალი გზების ძიება” გაიმართა. 

კონფერენციაზე მისასალმებელ სიტყვაში ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ისაუბრა.

ასეთი კონფერენციების მიზანია უკეთესი შეთამხმების მიღწევა მედიაში არსებულ ისეთ საკვანძო პრობლემებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით, როგორებიცაა მედიის პოლარიზაცია, მედია წიგნიერების უნარების გაუმჯობესება, მეტად ეფექტიანი თვითრეგულირება, უფრო დამოუკიდელი სარედაქციო პოლიტიკა, ბრძოლა სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ან გაუმჯობესებული წვდომა ინფორმაციაზე. ასევე, იმედია, გამოიკვეთა გადაჭრის შესაძლო გზებიც. წელს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე აღინიშნება. მინდა შევაქო უკრაინელი ჟურნალისტების თავდაუზოგავი და მამაცი შრომა. ისინი სამიზნეებად არიან ქცეული, მათ ემუქრებიან და კლავენ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მაშინ, როცა ისინი მუშაობენ და იბრძვიან მსოფლიოს გამოსაფხიზლებლად.

ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ ღონისძიების გახსნაზე აღნიშნა: „საქართველოში დემოკრატიის სწრაფი უკუსვლის ფონზე, სადაც თავისუფალი ინსტიტუტები დარტყმის ქვეშ არიან, მედია მის შესაკავებლად უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, მიუხედავად იმისა, რომ მის წინაშე დღეს სერიოზული გამოწვევები დგას.“

კონფერენციაზე საქართველოში არსებული მედიაგარემოსა და პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზების შესახებ მოკვლევის პრეზენტაცია გაიმართა. კვლევაში განხილული არის ძირითადი გამოწვევები: ჟურნალისტთა უსაფრთხოება, პოლარიზაცია, ეთიკის საკითხები, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ა.შ.; ასევე, თვითრეგულირების საკითხები კრემლის პოლიტიკის ღიად მხარდამჭერი მედიასაშუალებების კონტექსტში. 

შეხვედრაზე იმსჯელეს მაუწყებლების მიერ კორეგულირების ერთობლივი ორგანოს შექმნის ინიციატივის შესახებ. კორეგულირების მექანიზმის შემოღება გულისხმობს სააპელაციო საბჭოს შექმნას, რომელშიც გასაჩივრდება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დარღვევის შესახებ თვითრეგულირების პირველ ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილებები. აღნიშნული მექანიზმი ითვალისწინებს მარეგულირებელი ორგანოს, მაუწყებლების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას.  

კონფერენციის მეორე ნაწილი მედიის, როგორც პროპაგანდის საშუალების განხილვას დაეთმო, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის კონტექსტში. დისკუსის თემა იყო  რუსული სახელმწიფო მედიის მიმართ მიდგომის ცვლილება ევროკავშირში და  საქართველო მზაობა გამოწვევებისთვის, რომლებსაც კრემლის ღიად მხარდამჭერი მედიასაშუალებები ქმნიან.