პრესრელიზები

საარჩევნო კოდექსში განხორცელებული ცვლილებების ანალიზი (პრესრელიზი)

დღეს, 1 აპრილს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში მრგვალი მაგიდა გამართა, სადაც წარმოადგინა 2014 წელს საარჩევნო კოდექსში განხორცელებული ცვლილებების ანალიზი.
კონფერენციის მთავარი თემებია იყო: მეორე ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნა და მისი მუშაობა; არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები: საარჩევნო სისტემა და ბარიერი მერების/გამგებლების არჩევნებისთვის; ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობისა და პარლამენტში გამართული განხილვების შედეგად საარჩევნო კოდექსში შესული ძირითადი ცვლილებები - მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. 

„მიუხედავად იმისა, რომ კოდექსში შეტანილი რიგი ცვლილებებისა ნამდვილად დადებითად უნდ შეფასდეს, საერთო ჯამში საარჩევნო კანონმდებლობის არსებითი ცვლილება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა საარჩევნო გარემოს და რისი მოლოდინიც გვქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ზოგადად საზოგადოებას, მიგვაჩნია, რომ ამ დრომდე არ განხორციელებულა“,-ამბობს ნინო ლომჯარია,სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი.

გარდა ამისა მრგვალ მაგიდაზე განიხილეს არჩევნების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციები.

„ვიმედოვნებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, უმოკლეს ვადებში, ხელისუფლება ისევ მიუბრუნდება საარჩევნო კანონმდებლობის განხილვას და ფუნდამენტურ რეფორმას განახორციელებს. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა დაიწყოს დროულად, რომ არსებითად მოხდეს ყველა საკითხის განხილვა, ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა ჩაერთოს პროცესში, გადაწყვეტილება მიღებულ იქნას მაქსიმალური კონსენსუსით და რაც მთავარია, მოხდეს რეალური ცვლილებების იმპლემენტაცია. შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაციით, პირველ ეტაპზე,განხილვები უნდა დაიწყოს შემდეგი საკითხებით: საარჩევნო სისტემა;საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება; ამომრჩეველთა სიები;საარჩევნო დავები“,-ამბობს ელენე ნიჟარაძე, სამართლიანი არჩევნების იურისტი.