საუბრები დემოკრატიაზე გურჯაანში
7 მაისს, გურჯაანში, პროექტის „საუბრები დემოკრატიაზე“ პირველი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დემოკრატიზაციის ჭრილში, მიმოიხილა უკრაინაში მიმდინარე ომი, ასევე, ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი და ევროინტეგრაციის მნიშვნელობა. ნინო დოლიძემ ბოლოს ჩატარებული არჩევნები შეაფასა და ყურადღება არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა.
ISFED-ის სოციალური მედიის მონიტორინგის პროექტის ოფიცერმა, ნინო გვილიამ, ღონისძიებაზე დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე ისაუბრა.
პროექტი „საუბრები დემოკრატიაზე“ ხორციელდება ISFED-ის ორგანიზებითა და USAID-ის მხარდაჭერით.