რეკომენდაციები

2021 წლის საარჩევნო რეფორმის შეფასება

დოკუმენტში მიმოხილულია ''სამართლიანი არჩევნებისა'' და ''საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს'' ერთობლივი შეფასებები და რეკომენდაციები  პოლიტიკურ  პარტია ''ქართულ ოცნებასა'' და ''მოქალაქეებს'' შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შემუშავებულ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ასევე, საჭიროდ მიგვაჩნია, წარმოვადგინოთ მოსაზრებები საარჩევნო კანონმდებლობისა და პრაქტიკის დახვეწის მიზნით იმ პრობლემათა გადასაჭრელად, რომლებიც მთელი საარჩევნო ციკლის პროცესში უარყოფით გავლენას ახდენდნენ თანასწორ და თავისუფალ საარჩევნო გარემოზე. საარჩევნო რეფორმით გახსნილი დისკუსიის სივრცე შესაძლებლობას იძლევა საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ იმ საკითხებსაც, რომლებსაც შემოთავაზებული საკანონდებლო ცვლილებების პროექტი არ ითვალისწინებს, მაგრამ საკვანძო მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და არჩევნების შედეგების სანდოობის გაზრდის კუთხით.