რეკომენდაციები

პარტიების დაფინანსების ზოგიერთი რეგულაცია დახვეწას საჭიროებს

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა დაგვანახა, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით არსებობს პრობლემები, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს. პრობლემური საკითხები ძირითადად უკავშირდება პარტიების დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კერძოდ, ბუნდოვანი და გაუმართავია სახელმწიფო დაფინანსების გამოსათვლელი ფორმულის ზოგიერთი კომპონენტი, ასევე, არსებული რეგულაციები ქმნის არასწორ სტიმულებს ისეთი საარჩევნო ბლოკების შესაქმნელად, რომელთა ძირითადი მიზანი დამატებითი სახელმწიფო დაფინანსების და სხვა დაუმსახურებელი პრივილეგიების მოპოვებაა. 

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისას „ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ ეს პრობლემა დასახელდა საარჩევნო ბლოკების გაუქმების  ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. 

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ ქართული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტი უნდა შენარჩუნდეს. აქედან გამომდინარე,   მუშაობა დავიწყეთ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით არსებული ძირითადი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. რეკომენდაციებზე მუშაობისას მიზნად არ დაგვისახავს პარტიების დაფინანსების  ძირეული ცვლილება, არამედ მთავარი აქცენტი გავაკეთეთ არსებულ ბუნდოვანებათა აღმოფხვრასა და ყველაზე მწვავე  პრობლემების გადაჭრაზე. ვფიქრობთ, რომ მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში საარჩევნო ბლოკების გაუქმების მიზეზი აღარ იარსებებს .  


პარტიების დაფინანსების კუთხით საჭირო ცვლილებები by ISFED