რეკომენდაციები

რეკომენდაციები პარტიების დაფინანსების შესახებ

წინამდებარე დოკუმენტით წარმოგიდგენთ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ მოსაზრებებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ პროექტში ასახულია ამავე თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების გარკვეული ნაწილი, რაც უდავოდ მისასალმებელი ფაქტია. თუმცა წარმოდგენილი ვერსიით იცვლება შემოწირულების ცნება, უქმდება 26 პრიმა მუხლი და მასთან დაკავშირებული დებულებები, რაც შესაძლოა გარკვეული საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს პოლიტიკაში ფინანსების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებით. ამავე დროს წარმოდგენილ პროექტში ასახული არ არის ისეთი საკითხები, როგორიცაა ამომრჩევლის მოსყიდვასთან და სახელმწიფო აუდიტის ნეიტრალურობასთან დაკავშირებული დებულებები, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის პროცესის ხელშეწყობისათვის. კანონპროექტს თან არ ახლავს განმარტებითი ბარათი, რაც გაზრდიდა კონკრეტული ცვლილების მიღების დასაბუთებას.

რეკომენდაციები პარტიების დაფინანსების შესახებ 28 მაისი 2013