რეკომენდაციები

საარჩევნო რეფორმის ფარგლებში ინიცირებული ცვლილებების შეფასება და რეკომენდაციები

2021 წლის თებერვლის დასაწყისში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა მუშაობა განაახლა. ჯგუფის შექმნას  წინ უძღოდა   პარტია  ,,მოქალაქეებსა“ და ,,ქართულ ოცნებას“ შორის გაფორმებული მემორანდუმი, რაც საარჩევნო პროცესში არსებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელებას ისახავდა მიზნად. პარლამენტში შექმნილი ჯგუფის მიერ მომზადდა საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი. საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე განხილვები ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის ბოიკოტის  ფონზე მიმდინარეობდა. მართალია, სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მაგრამ ოპოზიციის სრულად ჩაურთველობამ პროცესის ინკლუზიურობაზე გავლენა მოახდინა.

მიმდინარე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით  წარმოგიდგენთ ODIHR-ისა  და ვენეციის კომისიის ერთობლივ  და ,,სამართლიანი არჩევნების“  რეკომენდაციებს, რომელიც ორგანიზაციამ პარლამენტს “საერთაშორისო გამჭვირვალობასთან” ერთად 2021 წლის 21 მარტს მიაწოდა.