სამოქალაქო თანხმობის მემორანდუმი საარჩევნო სისტემების შესახებ
სამოქალაქო თანხმობის მემორანდუმი
ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი ქართული საზოგადოების, საექსპერტო წრეების, სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები ვთანხმდებით და ვაცხადებთ:
საქართველოში დემოკრატიული, კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს მოქმედი საარჩევნო სისტემის შეცვლა, რაც შესაბამისი საკონსტიტუციო და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას საჭიროებს.
დღეს არსებული საარჩევნო სისტემა დიდი ხანია წარმოადგენს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების კრიტიკის საგანს, ვინაიდან, ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების პროპორციულად ასახვას მანდატებში, დიდია ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობა, არ არის დაცული ერთი ხმის თანაბრობის პრინციპი.