სოციალური მედიის მონიტორინგი

დისკრედიტაციული კამპანიის ტენდენციები 2018-2021 არჩევნები ფეისბუქზე

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2018 წლიდან სოციალურ მედიაში მიმდინარე კამპანიებს არჩევნების კონტექსტში აკვირდება. წინამდებარე ანგარიშში შედარებულია უკანასკნელი სამი საერთო ეროვნული არჩევნების - 2018 წლის საპრეზიდენტო, 2020 წლის საპარლამენტო და 2021 მუნიციპალურ ორგანოთა საარჩევნო კამპანიის პერიოდში სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დისკრედიტაციული კამპანიების რაოდენობრივი და შინაარსობრივი შედარება. მსგავსი კამპანიები ძირითადად, ანონიმურ გვერდებზე იწარმოება.

საარჩევნო სუბიექტების მიერ სოციალური მედიის სიკეთეების გამოყენება ამომრჩევლებთან თავისი პოლიტიკური ხედვების გაზიარების და კომუნიკაციის დამყარების მიზნით შეუფასებელია 2020 წელს დაწყებული COVID 19-ის მსოფლიო პანდემიის ფონზე, მაშინ, როდესაც თითქმის მთელი მსოფლიო იზოლაციის მკაცრი წესების პირობებში ცხოვრებას სწავლობს. სოციალურმა მედიამ რამდენადაც არჩევნებში ჩართულ მხარეების კომუნიკაციას შეუწყო ხელი, იმდენად წარმოშვა პრობლემა ინფორმირებული არჩევნებისთვისაც, რადგან მავნე, ძირითადად ანონიმური, აქტორები მის ბოროტად გამოყენებას აგრძელებდნენ. 

 

დოკუმენტის ახალ ფანჯარაში გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ