სოციალური მედიის მონიტორინგი

ფეისბუქზე გავრცელებული დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები 14-27 მარტი

პროსახელისუფლებო გვერდების დასპონსორებული კამპანია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის შესახებ 

მას შემდეგ, რაც 10 მარტს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული სტილის კანონი ჩააგდო, ანონიმურად მოქმედ გვერდებზე, „POS TV-ის” ფეისბუქგვერდებსა და ფეისბუქჯგუფებში კოორდინირებული დარეკლამებული კამპანია გააქტიურდა, რომლის მიზანიც კანონის მიმართ გამოთქმული პროტესტის დისკრედიტაცია იყო. გვერდებზე, ძირითადად, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული ვიდეოები გვხვდებოდა, რომლებიც დასპონსორებული იყო ანონიმურ ფეისბუქგვერდზე „პოლიტიკური აბსურდი“ და „POSTV - ანალიტიკის“ გვერდზე და სხვადასხვა საეჭვო ანგარიშის მიერ ჯგუფებში ზიარდებოდა. 

 

ერთ-ერთ ვიდეორგოლში, სახელწოდებით „საუკუნის აფიორა - როგორ დაიბრენდა ამერიკული კანონი რუსულად“, აღნიშნული იყო, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის ნაწილი მიზანმიმართულად შეიყვანეს შეცდომაში და, „სრულიად უარგუმენტოდ, ის რუსულ კანონად შეფუთეს“.  

გვერდებზე დავით კეზერაშვილის ცოლის ძმას, დიმიტრი ჩიქოვანს,   სტუდენტების პროტესტის დაფინანსებას მიაწერდნენ. 15 მარტს ამავე გვერდებზე გამოქვეყნდა „მასტერის სიმღერა არასამთავრობო ორგანიზაციებზე“, რომელიც პროტესტის მონაწილეების შესახებ შეურაცხმყოფელ გზავნილებს შეიცავდა. 

ერთ-ერთ ვიდეორგოლში ოპოზიციური პარტია ერთიანი ნაცონალური მოძრაობადადანაშაულებული იყო წლების განმავლობაშირუსული თემითსიტუაციის არევასა და ღალატის დაბრალებაში. 

 

ამავე პერიოდში გააქტიურდა ცრუ მედიის ახალი გვერდი PrimeNews.Ge“, რომელიც მმართველი პარტია ართული ოცნეის და მისგან ფორმალურად გამოყოფილი ჯგუფის „ხალხის ძალის” სასარგებლოდ ქმედებს. ერდი ავრცელებდა ინფორმაცი, რომცხოური გავლენი გამჭვირვალობის შესახეკანოპროექტის სგავს ნონებზ მუშაობს კანადა ევროკავშირიც. ამასთანავ, კანოპროექტის თემაზე ქვენდებოდხალხის ძალისა მისი წევრების განცხადებებიც. 

 

დათო გორგილაძის მადისკრედიტირებელი პოსტები  

მას შემდეგ, რაც მწერალმა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეწამყვანმა, დათო გორგილაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის შესახებ კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვა, ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედ ანონიმურ ფეისბუქგვერდებზე მისი მადისკრედიტირებელი და შეურაცხმყოფელი პოსტები გამოქვეყნდა. 

ლევან ხაბეიშვილის დამცინავი პოსტები  

ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე გავრცელდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის, საწინააღმდეგო პოსტები, რომლებშიც მის არაკომპეტენტურობაზე მიუთითებდა. პოსტებში ხაბეიშვილს დასცინოდნენ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის მისალოცი ვიდეოს გამოც. 

 

 

ნინო ლომჯარიას პოსტის მომწონებელთა საწინააღმდეგო კამპანია 

პროსახელისუფლებო მედიასაშუალება „POSTV-ანალიტიკის" გვერდზე ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას პირად ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის მომწონებელთა ნაწილის ფოტოები მათი სახელისა და გვარის, აგრეთვე, სამუშაო ადგილის მითითებით გავრცელდა. პოსტი, რომლითაც ლომჯარია „რუსული კანონის“ მხარდამჭერ დეპუტატებს და პროსახელისუფლებო მედისასაშუალებების თანამშრომლებს მიმართავს, „ფაშისტურ განცხადებად“ იყო მოხსენიებული. აღსანიშნავია, რომ პოსტის მომწონებელთაგან დისკრედიტაციის სამიზნე სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები გახდნენ. აღნიშნულ კამპანიას „POSTV-ანალიტიკის“ გვერდზე ამავე თემაზე გამოქვეყნებული სიუჟეტი უძღოდა წინ. 

 

თათია სამხარაძის მადისკრედიტირებელი კამპანია 

20-21 მარტს „პოსტ ტვ“-ის დირექტორი, შალვა რამიშვილი, სექსუალურ შევიწროებაში  სამმა ქალმა ამხილა. ამის პარალელურად, „POSTV - ახალი ამბებისა“ და „POSTV - ანალიტიკის“ ფეისბუქგვერდებზე თათია სამხარაძისა1 და დიმიტრი ჩიქოვანის შეხვედრის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. სიუჟეტში მითითებული იყო, თითქოს შალვა რამიშვილის სექსუალურ ძალადობაში მხილება დაგეგმილი კამპანიის ნაწილია და სამხარაძე მასში ჩართვას ფინანსური გარიგების სანაცვლოდ დათანხმდა. მოგვიანებით გვერდებზე პოსტები/სიუჟეტები თათია სამხარაძისა და დიმიტრი ჩიქოვანს შორის მომხდარ კონფლიქტზე და ჩიქოვანის მიერ სამხარაძის სავარაუდო გატაცებაზე გამოქვეყნდა.  ამ თემას გამოეხმაურნენ „ხალხის ძალის" წევრებიც.  გვერდზე გავრცელდა პროსახელისუფლებო ექსპერტების მოსაზრებებიც.  გია გაბრიჭიძის განცხადებით, POSTV-ის წინააღმდეგ აგორებული კამპანია და სამხარაძე-ჩიქოვანის შეხვედრა საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს.  თათია სამხარაძის მადისკრედიტირებელი პოსტები „ტერენტი გლდანელის“ სახელით მოქმედ ანონიმურ გვერდსა და ანგარიშზეც გავრცელდა.  

 

ფოტომანიპულაციები სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ შალვა რამიშვილზე 

ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე დამცინავი  ფოტომანიპულაციები გავრცელდა ტელეკომპანია POSTV-ის ტელეწამყვანისა და დამფუძნებლის, შალვა რამიშვილის, წინააღმდეგ. პოსტების უმრავლესობა ქალთა სექსუალურ შევიწროებაში მხილების თემას შეეხებოდა, რიგ შემთხვევებში გვერდები ტელეწამყვანის მიერ წარსულში გაკეთებული მასალების მონაკვეთებსაც ათავსებდნენ. 

ირაკლი ღარიბაშვილის საწინააღმდეგო გზავნილები საპარლამენტო მოსმენის შემდეგ 

ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, საწინააღმდეგო გზავნილები 24 მარტს გამართული საპარლამენტო მოსმენიდან ამოღებული ფრაზებისა და დამცინავი დასათაურებების საშუალებით ვრცელდებოდა. დამცინავი დასათაურებებით თავსდებოდა მის მიერ წარსულში სხვადასხვა თემაზე გაკეთებული განცხადებების ფრაგმენტებიც. 

 

ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ

სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები.

მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება დემოკრატიის ევროპული ფონდის (EED) მხარდაჭერით. მოცემული პუბლიკაცია ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.