სოციალური მედიის მონიტორინგი

„გლობალური ომის პარტიის“ შეთქმულების თეორია: კონსპირაციის საწყისები, საერთაშორისო გამოცდილება და საფრთხეები

ესავალი 

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა და მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ე.წ. რუსული კანონის ხელახალი ინიციირების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გახშირდა კონსპირაციული თეორიების საჯაროდ განხილვის შემთხვევები. მმართველი გუნდის წევრები საკუთარ გამოსვლებში სისტემატურად მიუთითებენ „გლობალური ომის პარტიის” არსებობაზე, რომელშიც ხელისუფლება, ბუნდოვანი გაგებით, დასავლურ ძალებს გულისხმობს. ეს შეთქმულების თეორია თანხვედრაშია რუსულ ანტიდასავლურ პროპაგანდასთან და, ზოგადად, პროპაგანდისთვის დამახასიათებელ არაერთ მეთოდს აერთიანებს. საზოგადოებასთან ანგარიშვალდებული ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ბუნდოვანი ტერმინებისა და დაუსაბუთებელი თეორიების საჯარო დისკურსში დამკვიდრება საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ინფორმირებულობას და მრავალმხრივ საზიანოა, როგორც ქვეყნის პროდასავლური კურსისთვის, ასევე შიდა დემოკრატიული განვითარებისთვის.  

მოცემულ პუბლიკაციაში გაეცნობით „გლობალური ომის პარტიის” შეთქმულების თეორიის საწყისებს საქართველოში, რუსეთისა და სხვა ქვეყნების გამოცდილებასა და იმ საფრთხეების განხილვას, რაც შესაძლოა, პოლიტიკური პირების მიერ შეთქმულების ენაზე საუბარმა გამოიწვიოს. 

 

შეთქმულების თეორიის დაბადება 

პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, 29 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" მხარდასაჭერად მობილიზებული მოქალაქეებისადმი მიმართვისას 6-ჯერ ახსენა „გლობალური ომის პარტია“. მმართველი პარტიის დამფუძნებელი საქართველოს სუვერენიტეტის საფრთხედ სწორედ „გლობალური ომის პარტიას“ წარმოაჩენდა, რომელიც, მისი თქმით, ევროკავშირსა და ნატოზე გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს. ამასთანავე, „გლობალური ომის პარტია“ ივანიშვილმა საქართველოს რუსეთთან დაპირისპირების გამომწვევ მიზეზადაც დაასახელა. 

საქართველოში აღნიშნულ განუსაზღვრელ საფრთხეს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელი, განსაკუთრებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის ინიიცირების შემდეგ ახსენებს. თუმცა, მმართველი გუნდის წევრთა ლექსიკაში შორის, მანამდეც იყო გავრცელებული დასახელება „ომის პარტია”.  

ეს გზავნილი საქართველოში ღიად ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე, 2022 წლის 30 იანვარს,  მამუკა მდინარაძის მიერ გაჟღერდა. მდინარაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის კრიტიკას გამოეხმაურა, რომელშიც მმართველი პარტია ოკუპანტი სახელმწიფოს – რუსეთის  ხსენებაზე უარს ამბობდა. მდინარაძემ განცხადებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ომის პარტიად მოიხსენია. მას შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრებს შორის გახშირდა ენმ-ის „ომის პარტიასთან“ გაიგივების შემთხვევები.

 

აც შეეხება ტერმინს „გლობალური ომის პარტია, ეტას ანალიზის ინსტრუმენტის, Crowdtangle-ის მიხედვით, ის პირველად 2022 წლის ნოემბერში გამოჩნდა და მისი ავტორი საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძ, იყო. კობახიძე ამ ფორმულირებაში „ოდიოზურ ევროპარლამენტარებს მოიაზრებდა. ღნიშნული განცხადება ვროპარლამენტართა მხრიდან ეოლიგარქიზაციის კანონზე გამოთქმულ კრიტიკულ პოზიციებსა და რეზოლუციას მოჰყვა.

2023 წლიდან აღნიშნული კონსპირაციული გზავნილის გამავრცელებლები „ხალხის ძალის“ წევრები გახდნენ და პოლიტიკური ძალის რიტორიკა, ფაქტობრივად, მთლიანად ამ შეთქმულების თეორიაზე დააშენეს. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ანტიდასავლური ჯგუფის წარმომადგენლები აგრძელებდნენ „გლობალური ომის პარტიის“  მიერ საქართველოს ომში ჩათრევაზე კონსპირაციის თეორიის  პოპულარიზებას. აღსანიშნავია, რომ ისინი ეტაპობრივად აფართოებდნენ იმ ჯგუფს, რომელშიც „გლობალური ომის პარტიას“ გულისხმობდნენ. „გლობალური ომის პარტიაში“ ძირითადად ევროპარლამენტარები მოიაზრებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ეს დეზინფორმაციული გზავნილი  ამერიკის ელჩზე თავდასხმის ერთ-ერთი მიზეზი  გახდა.

2023 წლის 22 ივნისს ევროკომისიის ზეპირ ანგარიშში საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი უარყოფითად შეფასდა. ამას „გლობალური ომის პარტიის“ მმართველი პარტიის ნარატივში დაბრუნება მოჰყვა. საინტერესოა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები წინასწარ ადანაშაულებდნენ „გლობალური ომის პარტიას“ საქართველოს კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების შემთხვევაში. ირაკლი კობახიძის თქმით, „გლობალური ომის პარტიას“ ევროკავშირზე მარტივად შეუძლია ზემოქმედების მოხდენა და სწორედ ამის გამო ვერ მიიღო საქართველომაც კანდიდატის სტატუსი. კობახიძე ბრალდებების მიუხედავად, არ პასუხობდა კითხვას, თუ ვის გულისხმობდა „გლობალური ომის პარტიაში“. „არ დავასახელებ, ვერ დავასახელებ, იმიტომ, რომ უხერხულობა არ მინდა შევქმნა. […] ჩვენ ამაში ვერ დავადანაშაულებთ ევროკავშირს, ...., მაგრამ შეგვიძლია დავადანაშაულოთ გლობალური ომის პარტია იმაში, რომ მან განახორციელა ზემოქმედება ევროკავშირზე“, – განაცხადა კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. [i] 

„ომის პარტიის“ ნარატივის გლობალურ კონტექსტში გადატანის შემდეგ ადგილობრივი კრიტიკოსების წინააღმდეგ ხელისუფლების რიტორიკაში ტერმინი „ლოკალური ომის პარტია“ გაჩნდა. „ლოკალური ომის პარტიის“ ნარატივი ხშირად გამოიყენებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ.

ფრაზა გლობალური ომის პარტია“, Crowdtangle-ის მიხედვით, უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ინიცირებიდან ორი თვის განმავლობაში  (2024 წლის აპრილი-მაისი) უფრო მეტჯერ იყო ნახსენები, ვიდრე მთელი 2023 წლის განმვლობაში. ფეისბუქზე მომხმარებელთა ინტერაქციების თვალსაზრისით კი, შეთქმულების თეორიის გზავნილმა პიკს 29 აპრილს მიაღწია, როდესაც მმართველმა ძალამ კანონპროექტის მხარდამჭერი აქცია დააორგანიზა და ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, სიტყვით გამოსვლაში რამდენჯერმე ახსენა „გლობალური ომის პარტია”. იგი ღიად ავრცელებდა ბრალდებებს, რომ დასავლური სტრუქტურები, მათ შორის როგორც ევროკავშირი, ისე ნატო, სწორედ „გლობალური ომის პარტიის“ მიერ იყვნენ მართული, რომლისთვისაც საქართველოს „საზარბაზნე ხორცის ფასი“ გააჩნდა. ვანიშვილის თქმით, „მათ ჯერ 2008 წელს საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს. ინტერაქციისეორე, მსგავსი პიკი 19 მაისს დადგა, როდესაც პარლამენტის დეპუტატმა მარიამ ლაშხმა გლობალური ომის პარტია“ მასონებ შეადარა.

„გლობალური ომის პარტიის“ შესახებ კონსპირაციის თეორიის პოპულარიზებაში მმართველი გუნდის წარმომადგენლების გარდა, აქტიურად არიან ჩართული სახელისუფლებო მედია გამოცემები და მათთან დაკავშირებული ექსპერტები. ასევე, სოციალურ ქსელებში მოქმედი ანონიმური გვერდები. მმართველი გუნდის მსგავსად, შეთქმულების თეორიის არც სხვა გამავრცელებლები აკონკრეტებენ, თუ ვის გულისხმობენ „გლობალური ომის პარტიაში”. სახელისუფლებო  ექსპერტებისა და მედიის მხრიდან ვრცელდებოდა ვერსიები, რომელიც „გლობალური ომის პარტიას“ ამერიკულ სამხედრო კომპლექსთან და დიდ კონგლომერატებთან აიგივებს, როგორებიცაა “Blackrock” და “Vanguard”.  

  

საერთაშორისო გამოცდილება - შეთქმულების თეორიების ანტიდასავლური პროპაგანდისთვის გამოყენება  

მმართველი პოლიტიკური პარტიების მხრიდან შეთქმულების თეორიების გამოყენება დამახასიათებელია ავტორიტარული და ჰიბრიდული რეჟიმებისთვის და საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია RAND Corporation-ის მიხედვით, ასეთი შემთხვევები უმეტესად გვხვდება ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც ეკონომიკურ-პოლიტიკური სტაბილურობის მიმართულებით გამოწვევები აქვთ და  მიდრეკილნი არიან ავტორიტარული რეჟიმისკენ.  

კონსპირაციული თეორიები, დეზინფორმაცია და მანიპულაციები რუსეთის საინფორმაციო ომის მნიშვნელოვანი საყრდენია. ამრიგად, წარმოვადგენთ რუსეთში გავრცელებულ იმ ანტიდასავლურ გზავნილებს, რომლებიც „გლობალური ომის პარტიას“ ეხმიანება. ასევე, მიმოვიხილავთ სხვა ქვეყნებში  გავრცელებულ მსგავს, ანტიდასავლურ შეთქმულების თეორიებს. 

 

რუსეთი  

რუსეთში მმართველ ელიტაში, ისევე, როგორც კრემლის პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებს შორის, ფართოდ გავრცელებული გზავნილია უკრაინის ომში დასავლეთის დადანაშულება. ისინი დასავლურ ძალებს წარმოაჩენენ აგრესიის გამღვივებლად, სიტუაციის ესკალაციისა და სხვა ქვეყნების ომში ჩართვის მსურველებად. რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებებისთვის არ არის უცხო იმგვარი სტატიების გავრცელება, რომლებშიც აშშ და დასავლეთის გარკვეული „ელიტური წრეები“ „ომის პარტიად" არის მოხსენიებული. მსგავსი რიტორიკა რუსეთში, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის (2014) შემდეგ მომძლავრდა. რუსულ საძიებო სისტემაში, „ომის პარტიის" მოძიების შემთხვევაში, შეხვდებით არაერთ საინფორმაციო სტატიას თუ ბლოგს, რომელიც დასავლეთს როგორც „ომის პარტიას", ისე მოიხსენიებს.  

ამასთან ერთად, 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსი მაღალჩინოსნები გამოსვლებში ხშირად ახსენებენ ტერმინს „კოლექტიური დასავლეთი“.  რუსეთის მაღალჩინოსნებსა და მედიის წარმომადგენლების მიერ გამოყენებული, დასავლეთის წინააღმდეგ გამიზნული ტერმინი გულისხმობს ყველა ტიპის „საფრთხეს“, რაც დასავლეთიდან შესაძლოა მომდინარეობდეს. რუსული პროპაგანდა ამ ტერმინში აერთიანებს როგორც აშშ-ს, ასევე ნატო-სა და ევროკავშირს. უკრაინაში მიმდინარე ომი ხშირად სწორედ ამ „კოლექტიურ დასავლეთს" ედება ბრალად. მსგავსი პროპაგანდის მიზანია, რუსეთში ხალხის საერთო „მტრის" გარშემო მობილიზება და ყურადღების, როგორც საშინაო პრობლემებიდან, ასევე რუსეთის ნაცვლად, ომის ბრალეულობის დასავლეთზე გადატანაა. 

აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც საქართველოში, მმართველი გუნდის მიერ გავრცელებული ბუნდოვანი ფრაზა, ასევე „კოლექტიური დასავლეთიც" არ არის მკაფიოდ განსაზღვრული. შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, თუ  რა იგულისხმება ამ ტერმინებში. თუმცა ამგვარი პროპაგანდის მთავარი საყრდენიც სწორედ ეს არის. ის მიზნად ისახავს განზოგადებული მტრის ხატის შექმნას და იმგვარი ცნებების გამოყენებას, რომელთა გაქარწყლებაც ფაქტობრივად შეუძლებელია [1], რადგან არ არსებობს ზუსტი განსაზღვრება იმისა, თუ რაზეა საუბარი.  

 

 

სხვა ქვეყნებში გავრცელებული ანტიდასავლური პროპაგანდა 

რუსეთის გარდა, დასავლეთის საწინააღმდეგოდ გამიზნული, კონსპირაციული თეორების გავრცელება დამახასიათებელია სხვა პოპულისტ თუ პროპრუსულ პოლიტიკურ ძალებს შორისაც. მაგალითად, სერბეთში გავრცელებულია გზავნილი, რომ მასონები, დასავლურ ქვეყნებთან ერთად, ცდილობენ ისტორიის ფაბრიკაციას, რის გამოც მთელი ისტორიის განმავლობაში ჩაგრავენ სერბეთს. მასონებთან და „გლობალურ ჩრდილოვან ელიტასთან” დაკავშირებულ შეთქმულების თეორიებს ღიად და აშკარად ვხვდებით უნგრეთის პოლიტიკურ დისკურსშიც. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, პოპულისტური რიტორიკის ერთ-ერთ მთავარ იარაღად  შეთქმულების თეორიებს იყენებს. მათ შორის, ცნობილია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპელირება „დიდი ჩანაცვლების თეორიაზე“, რაც, მისი თქმით, ევროპელი ქრისტიანების სხვა ცივილიზაციების წარმომადგენელი ემიგრანტებით ჩანაცვლებას გულისხმობს. ამაში ის ევროკავშირის პოლიტიკას ადანაშაულებს. უნგრეთში, ულტრამემარჯვენე პარტიის „ჩვენი სამშობლოს“ (“Mi Hazánk Mozgalom”) ერთ-ერთი ლიდერი, ელოდ ნოვაკი,  „მასონებისა“ და „გლობალური ჩრდილოვანი ელიტის“ შეთქმულების თეორიის დახმარებით, აქტიურად ეწევა პოლიტიკური ოპონენტების, დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას.  

კონსპირაციულ თეორიებზე დაყრდნობილი მსგავსი ანტიდასავლური გზავნილები ვრცელდებოდა სომხეთის პრორუსულ მედიასაშუალებებშიც. 2023 წელს სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განთავსების შემდეგ, პროპაგანდისტები ევროკომისიისა და ამ მისიის წევრებს „მასონებთან” და „გლობალურ ჩრდილოვან ელიტასთან“ აკავშირებდნენ. კონსპირაციის თეორიის მიხედვით, სომხეთის მთავრობა პირდაპირ იღებს დირექტივებს „გლობალისტებისგან“, ემორჩილება მათ და თმობს სუვერენიტეტს. 

ნათელია, რომ საქართველო არ არის პირველი და ერთადერთი ქვეყანა, სადაც პოლიტიკური პირები საკუთარი ინტერესის და კონკრეტული პოლიტიკის გასატარებლად კონსპირაციულ თეორიებს იშველიებენ. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებული კონსპირაციული ტიპის ანტიდასავლური გზავნილი შესაძლოა პირდაპირ არ იმეორებს, მაგრამ აშკარად თანხვედრაშია რუსეთის ანტიდასავლურ პროპაგანდასთან. საგულისხმოა, რომ კრემლი ამ პროპაგანდას თავისი ბრალეულობის, მათ შორის ომის დანაშაულების გადასაფარად, იყენებს და რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან დასავლეთთან კონფრონტაციის სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს. ამასთანავე ყურადსაღებია, რომ პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ანტიდასავლური რიტორიკა თანხვედრაშია იმ დეზინფორმაციულ გზავნილებთან, რომლებიც გავრცელებულია სხვა ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხის გაუარესებაზე პასუხისმგებელ პირებსა და პრორუსულ ძალებს შორის. 

 

ბუნდოვანი  მტრის ხატის პროპაგანდა 

ბუნდოვანი კონსპირაციული თეორიები საინფორმაციო ოპერაციების ნაწილია და როგორც აღვნიშნეთ, რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი ხელწერაა. საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებული „გლობალური ომის პარტიაც" განზოგადებული მტრის შექმნას გულისხმობს. ის მიმართულია, ყოველგვარი ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე, საზოგადოებაში დასავლეთის მიმართ შიშის და უნდობლობის გამოწვევისკენ.  

კონსპირაციული თეორიებისთვის დამახასიათებელია ამოუხსნელი, ემოციურად მიმზიდველი ან ამ შემთხვევაში, საშიშროების შემცველი ფრაზების გამოყენება, როგორიცაა „ომის პარტია".  საზოგადოების შიშების ბოროტად გამოყენების ხარჯზე, მსგავსი შეთქმულების თეორიების გავრცელება მიზნად ისახავს საზოგადოების მეტად დაზაფვრას. ამასთან ერთად, საკითხის ბუნდოვანება აჩენს სადისკუსიო თემას და საგნობრივი საკითხებიდან ყურადღების გადატანის ერთ-ერთი მეთოდიცაა. მსგავსი კონსპირაციები ემყარება საზოგადო შიშებით მანიპულირებას და განუსაზღვრელი საფრთხის წინააღმდეგ ერთიანობის განცდის გაძლიერებით, ცდილობს საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას სასურველი პოლიტიკის გასატარებლად [2]. 

კოსპირაციული თეორების გავრცელებისას, ფაქტებისა და დაკონკრეტების თავიდან აცილებით, პროპაგანდის გამავრცელებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, გვერდი აუარონ ფაქტების გადამოწმებასაც, რადგან ოპონენტებს მათი გზავნილის გაბათილების საშუალება არ აქვთ. ბუნდოვანება და სიზუსტის ნაკლებობა, ასევე, საშუალებას აძლევს პროპაგანდას, იყოს უფრო მოქნილი და ცვალებადი, საჭიროებისამებრ მოერგოს სხვადასხვა კონტექსტს და გარემოებას. არსებითად, ის მთლიანად ეფუძნება ემოციებით მანიპულირებას და ადგილს არ ტოვებს რაციონალური ანალიზისთვის [3], რაც მას  მასობრივ საზოგადოებრივ აზრსა და ქცევაზე ზემოქმედების მძლავრ ინსტრუმენტად აქცევს. 

 

რა საშიშროებაა, როდესაც კონსპირაციული თეორიებს სათავეში ხელისუფლების წარმომადგენლები უდგანან  

კონსპირაციული თეორიებისა თუ ბუნდოვანი პროპაგანდის გამოყენება პოლიტიკური ანგარიშვალდებული წევრების მხრიდან იმის ნიშანია, რომ ხელისუფლება ეყრდნობა კონსპირაციული თეორიების პოლიტიკურ დისკურსში დანერგვას და ამისათვის აღარ საჭიროებს დაფარულ მედიასაშუალებებს თუ სხვადასხვა პროპაგანდისტული ხერხებს. პოლიტიკოსების მიერ შეთქმულების ენაზე საუბარი შესაძლოა, დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის მეტად საზიანო გახდეს. ქვემოთ წარმოდგენილია იმ გამოწვევების არასრული ჩამონათვალი, რასაც პოლიტიკური ლიდერების მხრიდან კონსპირაციული თეორიების გავრცელება წარმოშობს: 

ანგარიშვალდებულების ნაკლებობა: დემოკრატიული მმართველობა ეყრდნობა ლიდერებს, რომლებიც თავიანთი გადაწყვეტილებებისთვის პასუხისმგებელნი არიან საზოგადოების წინაშე. დემოკრატიული მმართველობის პრინციპი შეუსაბამოა მმართველობის ისეთ სტილთან, სადაც ლიდერები პასუხს არ აგებენ თავიანთ განცხადებებსა და ქმედებებზე. საზოგადოებასთან კონსპირაციული ენით საუბარი ეხმარება პოლიტიკურ პირებს ანგარიშვალდებულების თავიდან აცილებაში და შეიძლება, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება გამოიწვიოს. აღნიშნულ შემთხვევაში, როდესაც მტერი, „გლობალური ომის პარტიის“ სახით, არ არის მკაფიოდ იდენტიფიცირებული, თითქმის შეუძლებელი ხდება ლიდერების პასუხისმგებლობის დაკისრება ამ მტერთან თუ პრობლემასთან ეფექტურად ბრძოლისთვის. მსგავსი რიტორიკა საზოგადოებას არ უტოვებს საშუალებას, გონივრულად შეაფასოს მთავრობის საქმიანობა და ამასთანავე, ასუსტებს საზოგადოების ხელისუფლებისადმი ნდობას. 

 

დისკუსიის ჩახშობა და დემოკრატიული პროცესების შეფერხება: დემოკრატიული პროცესები ეყრდნობა ინფორმირებულ და რაციონალურ დებატებს. კონსპირაციული თეორიების ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გავრცელება  ძირს უთხრის მოქალაქეებს შორის მნიშვნელოვან საკითხებსა და ფაქტებზე განხილვების შესაძლებლობას და ეყრდნობა საზოგადოების ემოციურ ნიადაგზე მართვას. მსგავსი გარემო იწვევს გადაწყვეტილებების არაინფორმირებულად მიღებას და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ამასთანავე, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების, სამოქალაქო სექტორის თუ ოპოზიციის ‘მტერთან’ დაკავშირება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში კრიტიკული აზრის თუ დისკუსიების წარმოქნის უფლებას. 

 

ყურადღების რეალური საკითხებიდან გადატანა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდება: საზოგადოების ყურადღების ფოკუსირება ბუნდოვნად განსაზღვრულ საფრთხეზე ამცირებს ყურადღებას იმ პრობლემებისგან, რომლებიც საჭიროებს გადაწყვეტას. ეს საშუალებას აძლევს ლიდერებს, განერიდონ კრიტიკას და თავიდან აიცილონ პასუხისმგებლობა გატარებული პოლიტიკის წარუმატებლობისთვის.  იმის ნაცვლად, რომ განახორციელონ ეფექტური პოლიტიკა რეალურ გამოწვევებსა და პრობლემების შესაბამისად, ისინი აპელირებენ ამოუხსნელ მტერთან წინააღმდეგობის პოლიტიკაზე, რამაც თავის მხრივ, შესაძლოა სხვა, გადაუჭრელი საკითხების განგრძობითობა გამოიწვიოს. 

 

პოლიტიკური პოლარიზაცია 

მმართველი გუნდის მხრიდან ნეგატიური და დამზაფვრელი ტიპის კონსპირაციულმა გზავნილებმა შესაძლოა, საზოგადოებაში განხეთქილება გამოიწვიოს. ამ ტიპის საჯარო გზავნილები ხელს უწყობს მტრული გარემოს შექმნას არა მხოლოდ სავარაუდო ‘მტრის’ მიმართ, არამედ შიდა ჯგუფებს შორისაც, რომლებიც შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც ამ ‘მტერთან’ კავშირში მყოფი. 

 

შეუსაბამობა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებთან 

საყურადღებოა, რომ „ქართული ოცნების” მმართველმა გუნდმა, მასთან დაკავშირებულ მედიასაშუალებებთან ერთად, სუვერენიტეტთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საუბრისას სრული ყურადღება რუსეთიდან დასავლეთზე გადაიტანა და პოლიტიკური დისკურსიდან ფაქტობრივად გააქრო რუსეთი. ხელისუფლების წარმომადგენლები უკანასკნელი პერიოდია, საუბრობენ დასავლეთზე, როგორც საფრხთის მომასწავლებელზე და არსად ახსენებენ ქვეყანას, რომლის პირდაპირი პასუხისმგებლობაა როგორც უკრაინაში გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომი, ასევე საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება. ხელისუფლების მხრიდან აქტიურად გავრცელებული რიტორიკა შეუსაბამოა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებთან, რაც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტითაც არის განმტკიცებული.  ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლური შეთქმულების თეორიების გავრცელება საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევების აღიარებას და შესაბამის რეაგირებას.   

 

დასკვნა   

საქართველოში მმართველი ძალის მხრიდან კონსპირაციული ენით საუბარი მრავალმხრივ უქმნის საფრთხეს საქართველოს დემოკრატიული გზით განვითარებას. როგორც ჩანს, მმართველი გუნდის წევრები სარგებლობენ ინფორმაციულად გადატვირთული გარემოთი და მის ნაცვლად, რომ იზრუნონ მოქალაქეების ბუნდოვანებისგან დაცლისა და სწორ ინფორმაციაზე კონცენტრაციისკენ, პირიქით, საზოგადოებაში აჩენენ ახალ, ამოუხსნელ სადისკუსიო თემას. პროპაგანდისთვის ხელსაყრელი პირობების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ წევრები იმგვარად ახსენებენ „გლობალური ომის პარტიის“ კონსპირაციულ გზავნილს, რომ კონკრეტიკასა და ფაქტებისგან თავს იკავებენ, რაც მათ პასუხისმგებლობის არიდებაში ეხმარება.  

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ხელისუფლება ამ რიტორიკას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინის პერიოდშიც ავრცელებდა. მაშინ, როდესაც ევროკომისიის  რეკომენდაციები, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, მოიცავდა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან  ბრძოლის დათქმას. 

საგულისხმოა, რომ გავრცელებული კონსპირაციული გზავნილი თანხვედრაშია კრემლის ანტიდასავლურ პროპაგანდასთან, აცდენილია საქართველოს უსაფრთოხების გამოწვევებს და დასავლურ საგარეო კურსს. ამასთანავე, მსგავსი რიტორიკა შეუსაბამოა დემოკრატიულ მმართველობასთან. ბუნდოვანი მტრის ხატის შექმნა და მხოლოდ მძაფრი ემოციების გამომწვევი გზავნილებით გაჯერებული განცხადებები, რომლებიც მოწყვეტილია რეალურ ფაქტებს, არის საინფორმაციო მანიპულაციების გავრცელებული ხერხი. მისი მმართველი გუნდის მხრიდან დასავლეთის წინააღმდეგ გამოყენება კი სერიოზულ კითხვებს აჩენს პოლიტიკურად ანგარიშვალდებული პირების მიზნობრიობასა და საგარეო პოლიტიკურ კურსზე.   

 

პუბლიკაცია შექმნილია გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს zivik Funding Programme of the ifa Institut für Auslandsbeziehungen-ის მხარდაჭერით. ის ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს. 

 

 

 

 

[i] https://1tv.ge/news/irakli-kobakhidze-koleqtiuri-nacmodzraoba-partia-nacionaluri-modzraoba-lelo-girchi-gakharia-vashadze-yvelani-arian-glob/

[1] https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S2352250X22001610 

[2] https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S2352250X22001075?via%3Dihub

[3] https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S2352250X22001075?via%3Dihub

 

 გამოყენებული წყაროები: