სოციალური მედიის მონიტორინგი

მორიგი ანტიდასავლური კამპანია ფეისბუქზე „პროგრესული კონსერვატიზმის“ სახელით

მოკლე შინაარსი 

2023 წლის 17 მაისს ფეისბუქზე შეიქმნა გვერდი სახელწოდებით „როგრესული კონსერვატიზმი“, რომელიც ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად ანტილიბერალურ, მათ შორის ჰომოფობიურ გზავნილებს იყენებს. ამ გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება მოკლე ვიდეომიმართვები, რომლებშიც ბლოგერებად პოზიციონირებული პირები ანტიდასავლურ ნარატივს ავრცელებენ. გვერდი გზავნილების გასავრცელებლად პოსტების დარეკლამების ხერხსაც იყენებს, თუმცა რეკლამები „მეტას“ წესების დარღვევითაა გამოქვეყნებული და გადამხდელის ვინაობა მითითებული არაა. 

2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ და საქართველოს მხრიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინის პარალელურად საქართველოში ანტიდასავლური გზავნილები განსაკუთრებით მომძლავრდა. თუ აქამდე მსგავსი პროპაგანდის გამავრცელებელი, ძირითადად, ულტრამემარჯვენე და პრორუსული ჯგუფები იყვნენ, ახლა სტრატეგიული პარტნიორების საწინააღმდეგო გზავნილების გავრცელებას არც უმრავლესობის წევრები ერიდებიან. კერძოდ, საინფორმაციო კამპანიაში ჩართული არიან ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი, ექსპერტებად პოზიციონირებადი პირები, მმართველი გუნდის ამჟამინდელი თუ ყოფილი წევრები და მმართველ გუნდთან დაკავშირებული სხვა აქტორები. 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ („სამართლიანი არჩევნები”) 2022 წლის აგვისტოში გამოავლინა გიორგი (გია) გაჩეჩილაძის („უცნობის“) მიერ დაარსებულ მოძრაობასთან დაკავშირებული ქსელი სოციალური მედიის პლატფორმებზე, რომლებიც სხვადასხვა გვერდისა და არაავთენტური ანგარიშის მეშვეობით დასავლეთის საწინააღმდეგო გზავნილები პოპულარიზაციას ცდილობდნენ.  

„სამართლიანი არჩევნების“ გასული წლის კვლევის თანახმად მმართველი პარტიისგან ფორმალურად გამოყოფილი საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები, პროსახელისუფლებო ექსპერტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ასევე, „POSTV-ის“ წამყვანები ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩეოდნენ, რომელთაც, ნაწილობრივ, „ქართული ოცნების“ ლიდერებიც იზიარებდნენ ან მკაფიოდ არ ემიჯნებოდნენ. 

„სამართლიანი არჩევნები” პროპაგანდისტული საინფორმაციო ოპერაციების აღმოსაჩენად სოციალურ ქსელებს რეგულარულად აკვირდება და პერიოდულად მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. ამჯერად, ფეისბუქზე გამოჩნდა 2023 წლის 17 მაისს შექმნილი გვერდი სახელწოდებით „პროგრესული კონსერვატიზმი“, რომელიც ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად ანტილიბერალურ გზავნილებს იყენებს, ხოლო მათ გავრცელებაში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები და საჯარო მოსამსახურეები. 

 

„პროგრესული კონსერვატიზმის” გვერდზე გავრცელებული გზავნილები 


გვერდზე „პროგრესული კონსერვატიზმი“ მაისის ბოლოსათვის 5 მოკლე ვიდეომიმართვაა გამოქვეყნებული, რომელთა მეშვეობითაც, ძირითადად, ანტიდასავლური, ანტილიბერალური და ჰომოფობიური შინაარსის გზავნილები ვრცელდება. 

ამ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოებში აღნიშნულია, რომ თანამედროვე დასავლეთში - აშშ-სა და ევროპაში - „სექსუალური უმცირესობები დომინირებენ”, გვხვდება „უმცირესობების დიქტატურა” და „ლიბერალური ცენზურა", რომელიც ადამიანს განსხვავებული აზრის გამოთქმას უკრძალავს. გამოქვეყნებულ მასალებში განსაკუთრებული აქცენტი ამერიკის შეერთებულ შტატებზე (აშშ) კეთდება. კერძოდ, ერთ-ერთ ვიდეოში აღნიშნულია, რომ აშშ-ში „ლგბტ პროპაგანდა სახელმწიფო პროპაგანდის ნაწილია”, რადგან ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ტრანსგენდერი ამერიკელების მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.  

 

სურათი 1. გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეო  

სურათი 2. გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეო 

ჰომოფობიური გზავნილების გასამწვავებლად ვიდეოებში ბავშვებზე აპელირებაც ხდება. მაგალითად, ყურადღება მახვილდება, რომ აშშ-ში ტრანსგენდერი ადამიანები მცირეწლოვან მოსწავლეებს ხვდებიან. გვერდზე ვრცელდება ინფორმაციაც, რომ პენსილვანიის შტატის ერთ-ერთ სკოლაში ბავშვებშისატანური კლუბისსახელით ქრისტიანულ ღირებულებებსუკონტროლო თავისუფლებისმოდელით ანაცვლებენ. კერძოდ, ვიდეოში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სკოლაში ბავშვებს ლიბერალიზმის სახელით ქვიარ წყვილთა ქორწინებასა და აბორტზე ესაუბრებიან. 

სურათი 3. გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეო 

აქვე ნათქვამია, რომ აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში ხალხი პოლიტკორექტულობის გამო უკმაყოფილოა, რის შედეგადაც ხელისუფლებაში ნაციონალისტური ძალები მოდიან. მათ შორის დასახელებულია დონალდ ტრამპიც.  

გვერდზე ვრცელდება გზავნილი, რომ აშშ ჰოლივუდის კინოინდუსტრიას „სექსუალური უმცირესობების პროპაგანდის“ გასავრცელებლად იყენებს. აქვე გაჟღერებულია მოსაზრება, რომ აშშ კინოინდუსტრიით ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტსა და ქრისტიანულ ღირებულებებს უპირისპირდება. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ჰოლივუდურ პროდუქტებში ქალი პერსონაჟები სულ უფრო მეტად იქმნებიან ლიბერალური ფემინიზმის იდეოლოგიით, ქრისტიანული მორალის მატარებელი გმირები კი უარყოფით კონტექსტში არიან წარმოჩენილი. 

 

სურათი 4. გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეო 

სურათი 5. გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეო 

ჰომოფობიური გზავნილებით, დასავლეთთან ერთად, საქართველოში მოქმედი იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების დისკრედიტაციაც ხდება, რომლებიც უმცირესობების უფლებებზე მუშაობენ. გვერდზე აღნიშნულ ორგანიზაციებს და აქტივისტებს უმცირესობების თემაზე ცენზურის დაწესებისა და საპირისპირო აზრის გაქრობის მცდელობაში ადანაშაულებენ. 

ცხრილი 1. ფეისბუქგვერდზე „პროგრესული კონსერვატიზმი“ გამოქვეყნებული პოსტების ხილვადობა და ინტერაქცია (2023 წლის 30 მაისის მდგომარეობით)

პოსტების გავრცელებაში ჩართული პროფილები 

„პროგრესული კონსერვატიზმის” გვერდის პოსტების როგორც გამზიარებელთა პირად ანგარიშებზე მითითებული სამუშაო ადგილის, ისე მუნიციპალიტეტების ორგანოების ოფიციალური ვებგვერდების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ პოსტების გამავრცელებელთა შორის არიან ადგილობრივ საკრებულოებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები და ცალკეული საჯარო მოსამსახურეები. ისინი საკუთარ პროფილებზე გვერდის ვიდეოებს საჯაროდ აზიარებენ. 

ზემოაღნიშნული პოსტების გამზიარებელთა შორის უფრო ხშირად გვხვდებიან მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრები „ქართული ოცნების“ ფრაქციიდან, ზოგიერთ შემთხვევაში კი მერის მოადგილეები და თანაშემწეებიც. კერძოდ, საუბარია საკრებულოების თავმჯდომარეებზე, მმართველი პარტიის ფრაქციისა და კომისიების თავმჯდომარეებზე, მათ მოადგილეებსა და საკრებულოს სხვა წევრებზე. დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ პოსტების გამზიარებლებში საკრებულოს წევრები შემდეგი მუნიციპალიტეტებიდან იყვნენ: ბორჯომი, ტყიბული, ლენტეხი, წყალტუბო, ნინოწმინდა, საგარეჯო, თერჯოლა, საჩხერე, ადიგენი, ზესტაფონი, ასპინძა, ლაგოდეხი, გორი, კასპი, ხელვაჩაური, ცაგერი, ბაღდათი, ოზურგეთი, თეთრიწყარო. 

სლაიდი 1. გვერდის პოსტების გაზიარება საკრებულოების წევრების მიერ 

დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ პირველი სამი გამოქვეყნებული პოსტის გამზიარებელთა რიგებში არიან მუნიციპალიტეტების მერიებში დასაქმებული პირები, მათ შორის თერჯოლისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების მერების წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში; ასპინძის, თერჯოლის, ადიგენის, ჭიათურის, ქუთაისის, თეთრიწყაროს მერიების სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები. გამზიარებელთა შორის იყო ცალკეული მერიების ა(ა)იპ1-ებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების რამდენიმე თანამშრომელიც. 

საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებისა და მმართველ პარტიასთან ღიად დაკავშირებული პირების გარდა, „სამართლიანმა არჩევნებმა” აღმოაჩინა 33 საეჭვო/ყალბი ანგარიში და 1 ფეისბუქგვერდი (დანართი 1), რომლებიც პოსტებს კოორდინირებულად, დროის მცირე მონაკვეთში ავრცელებდნენ.  

სლაიდი 2. გვერდის პოსტების გაზიარება ყალბი ანგარიშების მიერ 

კერძოდ, ორი პოსტი ანგარიშებმა 22 მაისს, ძირითადად, 21:51-დან 22:11 საათის შუალედში გაავრცელეს, ხშირად გაზიარების დროები კი ერთმანეთსაც ემთხვეოდა. აღსანიშნავია, რომ ანგარიშების მიერ საკუთარ პროფილებზე გაზიარებული პოსტები იდენტურია, თითქმის ერთსა და იმავე დროსაა გაზიარებული და „ქართული ოცნების” მხარდამჭერი შინაარსი აქვს. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ საეჭვო ანგარიშების ეს ქსელი ერთი წყაროდან იმართება და მისი მიზანი სასურველი პოსტების ინტერაქციის ხელოვნურად გაზრდა ან/და სასურველი პროპაგანდისტული შინაარსის გზავნილების კოორდინირებულად გავრცელებაა. აღსანიშნავია, რომ საეჭვო ანგარიშებს ერთმანეთი მეგობრებში ჰყავთ. ამ ანგარიშების შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ მათგანს სხვა ადამიანის ფოტოები აქვს აღებული სხვადასხვა ვებგვერდიდან. პოსტები დროის მცირე მონაკვეთში გაზიარებული აქვს რამდენიმე ახლადშექმნილ საეჭვო ანგარიშსაც, რომლებიც, ასევე, ფარავენ იდენტობას. მათ მიერ გაზიარებული პოსტები, წინა შემთხვევის მსგავსად, მმართველი პარტიის სასარგებლო გზავნილებს შეიცავს. 

სლაიდი 3. ყალბი ანგარიშების მიერ გამოქვეყნებული პოსტების კოორდინირება 

სლაიდი 4. მოპარული ფოტოები ყალბი ანგარიშების პროფილებზე 

პროფილების მიერ პოსტების გაზიარების პარალელურად, გამოქვეყნებული ვიდეოების გასავრცელებლად გვერდი პოსტების დარეკლამების ხერხსაც მიმართავს, თუმცა კომპანია „მეტას” მიერ დადგენილი წესების დარღვევით. „მეტას“ წესების მიხედვით, პოლიტიკური შინაარსის რეკლამებს ბიბლიოთეკაში მითითებული უნდა ჰქონდეს დამკვეთის ვინაობა, ე.წ. „დისქლეიმერი და საკონტაქტო ინფორმაცია, თუმცა, გვერდზე პოსტები აღნიშნული მონაცემების გარეშე იყო დარეკლამებული. 

 

სურათი 6. გვერდის მიერ გამოქვეყნებული დაუდეკლარირებელი რეკლამა  

სურათი 7. გვერდის მიერ გამოქვეყნებული დაუდეკლარირებელი რეკლამა 

მონიტორინგის შედეგებით, პროგსული კონსერვატიზმის სახელით ანტიდასავლური და ჰომოფობიური გზავნილების გავრცელებაში საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენელთა ჩართულობა იკვეთება. იუხედავად იმისა, რომ ვიდეოების ფორმატი და მათში გზავნილეის რეალური ადამიანების მიერ გაჟღერება  ილუზიას აჩე აქტოთა გამჭვირვალობის შესახებ, ძირითადი მოქმეაქტ ფეისბუის მომხმარებლისთვის ერთი შეხედვით უხილავი. ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიასთან მმართველი პარტიის ან/და მისი წევრების შესაძლო კავშირი ეწინააღმდეგება სახელმწიფოს გაცხადებულ მიზანსა და ამოცანებს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. კამპანიის წარმოების პროცეს ინტერაქცის ხელოვნურად გაზრდის მიზნით ყალბი ანგარიშების გამოყენებ და რეკლამის გადამხდელის ვინაობის გარეშე გამოქვეყნება კი ეწინააღმდეგება კომპანია „მეტას“ წესებს. 

დანართი 1. კოორდინირებულად მოქმედი ანგარიშები
პუბლიკაციის გამოქვეყნება შესაძლებელი გახდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.