სოციალური მედიის მონიტორინგი

პოლიტიკური კამპანია და საინფორმაციო მანიპულაციები ტიკტოკზე

ტიკტოკის პლატფორმა არჩევნების წელს პოლიტიკური აქტორების მხრიდან აქტიურად გამოიყენება ოფიციალური თუ ანონიმური პოლიტიკური კამპანიების საწარმოებლად და დიდ აუდიტორიაზე გასასვლელად. იმის გათვალისწინებით, რომ დეზინფორმაციის მიმართულებით პლატფორმა ნაკლებად რეგულირებული სივრცეა, ფეისბუქზე შეზღუდულმა აქტორებმა ტიკტოკზე უკვე წლებია, კომფორტული ეკოსისტემა შექმნეს.

გთავაზობთ „სამართლიანი არჩევნების“ ახალ ანგარიშს „პოლიტიკური კამპანია და საინფორმაციო მანიპულაციები ტიკტოკზე“, რომელიც მოიცავს როგორც ანონიმური მადისკრედიტირებელი და მხარდამჭერი კამპანიების, ისე სხვა ღირებულებით საკითხებზე მაპოლარიზებელი ნარატივების გამავრცელებელი, აგრეთვე, პოლიტიკური პარტიების/პოლიტიკოსების ოფიციალური ტიკტოკ არხების ანალიზს 2024 წლის იანვარი-მარტის პერიოდში.

 

დოკუმენტის სრულად გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ