სოციალური მედიის მონიტორინგი

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანია ფეისბუქზე საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის

ფეისბუქი კვლავ რჩება პოლიტიკური კამპანიის წარმოებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმად და ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელად საქართველოში. წინამდებარე ანგარიში მოიცავს 2024 წლის 27 აგვისტოდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 5 ძირითადი პოლიტიკური პარტიების ოფიციალური ფეისბუქგვერდების მონიტორინგის შედეგებს.

კერძოდ, ანგარიში წარმოადგენს ამ პარტიების ფეისბუქგვერდების აქტივობისა და კამპანიის რაოდენობრივ და თვისებრივ ანალიზს. კვლევაში გაანალიზებულია გვერდების გამომწერთა რაოდენობა, გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობა და სახეები, ინტერაქცია, გამოყენებული ემოციის სიმბოლოები და ყველაზე ხშირად განმეორებული სიტყვები. ასევე, შესწავლილია საანგარიშო პერიოდში თითოეული პარტიის 20 ყველაზე მაღალი ინტერაქციის მქონე პოსტის შინაარსი.

მონიტორინგის პროცესში სოციალური მედიის მონიტორებმა შეისწავლეს და დაახარისხეს პარტიების ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნებული ყველა პოსტი, გარდა მოკლემეტრაჟიანი ვიდეოებისა (Reels). კვლევაში ასევე გამოყენებული იყო Meta-ის რეკლამების ბიბლიოთეკა.

 

დოკუმენტის სრულად გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ