პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით ფეისბუქზე გავრცელებული პოსტების კოორდინაცია
ნიკა გვარამიას განაჩენის გამოცხადების შემდგომ, სააგენტომ „Ongo.ge“ გაავრცელა „ექსკლუზიური“ ინფორმაცია, თითქოს სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეიწყალებს, რაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან წინასწარაა შეთანხმებული. აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმეწუთიანი შუალედით გავრცელდა პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების გვერდებსა და ანონიმურ ფეისბუქგვერდებზე.
პროსახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტოების მიერ პროპაგანდისტული გზავნილები ამ ტაქტიკით ელვისებურად აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. მაგალითისთვის: „Ongo.ge-მ“ 2021 წლის მაისში, გიორგი გახარიასა და დავით კეზერაშვილის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია დროის მცირე ინტერვალით გაავრცელა ფეისბუქგვერდებსა და ჯგუფებში.1 2021 წლის ივლისში პროსახელისუფლებო მედიასაშუალებამ, „მარშალპრესმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ბრიფინგამდე ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ზედოზირებით გარდაცვალების ვერსია ფეისბუქჯგუფებში გამოაქვეყნა.2