სოციალური მედიის მონიტორინგი

„ქართული ოცნების“ პროპაგანდა პროტესტის ჩასახშობად

პარტია „ქართული ოცნება“ თავისი მმართველობის პერიოდში აქტიურად აწარმოებს საინფორმაციო ოპერაციებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ინფორმაციით მანიპულირება გახდა მძლავრი იარაღი, რომელსაც იგი, ავტორიტარული რეჟიმების მსგავსად, ძალაუფლების შენარჩუნების, ლეგიტიმაციისა და სტაბილურობისთვის იყენებს. ფართომასშტაბიანი, სახალხო პროტესტის ფონზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მასთან დაახლოებული პირები აგრძელებენ დეზინფორმაციული გზავნილების გავრცელებას, რაც პასუხისმგებლობის არიდებას და პროტესტის დისკრედიტაციას ემსახურება. 

„სამართლიანი არჩევნები” წლების განმავლობაში აკვირდებოდა „ქართული ოცნების” პროპაგანდის საწყისებს და განვითარებას. საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გაღვივებულ  საინფორმაციო ომის კრემლისტურ ტაქტიკებში შედის შეცდომაში შემყვანი ნარატივების თანმიმდევრული გავრცელება, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისა და ჯანსაღი დებატების დაზიანებისთვის. მსგავსი კამპანიების მეშვეობით „ქართული ოცნება“ წლებია აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს, აღვივებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და სხვადასხვა ჯგუფის მიმართ შეუწყნარებლობას; ეწევა ოპოზიციის დისკრედიტაციას და ცდილობს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ნდობის შესუსტებას. გამორჩეული იყო „ქართული ოცნების” 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც ანტილიბერალური, ანტიდასავლური და კონსპირაციული გზავნილებით იყო გაჯერებული. ბოლო პერიოდში ცხადი გახდა, რომ აღნიშნული ტაქტიკების გამოყენების მიზანი ქვეყნის პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის ეჭვქვეშ დაყენება და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჯგუფების მარგინალიზება იყო.     

იმ დეზინფორმაციული ნაკადისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, რომლის შედეგებიც დღეს უკვე საგანგაშო სახეს იღებს, „ქართული ოცნების“ „პროპაგანდის სამინისტროს“ მიერ წლების განმავლობაში შენდებოდა. პროპაგანდისტული მექანიზმი სხვადასხვა იერარქიის ჯგუფს ეყრდნობა, რომლებიც კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიაზეა გათვლილი და ინფორმაციის გავრცელების განსხვავებულ წყაროს იყენებს. მათ შორის არიან „ქართული ოცნების“ წევრები, მათი  პიარ ტექნოლოგები, პროპაგანდისტული მედიასაშუალებების „იმედის”, PosTV-ის, „რუსთავი 2”-ის ჟურნალისტები, ქართული ოცნების  მხარდამჭერი, ექსპერტებად პოზიციონირებადი პირები, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული საზოგადო პირები და არაავთენტურ ანგარიშებს ამოფარებული უცნობი ადამიანები. საინფორმაციო სივრცის მონოპოლიზაციისთვის „ქართული ოცნება“ მეტწილად ტელევიზიაში პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებსა და ფეისბუქს ეყრდნობა, რომელზეც წლებია მრავალ ანონიმურ თუ ოფიციალურ გვერდს მართავს. აღსანიშნავია, ამ გვერდების და მასზე განთავსებული რეკლამების მეშვეობით გზავნილების გავრცელება მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს უკავშირდება.   

„ქართული ოცნების” პროპაგანდისტული ინფრასტრუქტურის მუშაობა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროსაც არ წყდება მას შემდეგ რაც 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განაცხადა, ქვეყანაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები დაიწყო. „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეისწავლა ის პროპაგანდისტული გზავნილები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ და მასთან დაკავშირებული აქტორები საპროტესტო აქციების ჩასახშობად სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ.  

 

საპროტესტო აქციების დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებული ნარატივები  

  • თბილისში მიმდინარე აქციები მშვიდობიანი არ არის  

სოციალური ქსელების სხვადასხვა პლატფორმაზე გავრცელებული პოსტების ნაწილში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი სხვადასხვა აქტორები, პარტიის ლიდერების მსგავსად ამტკიცებდნენ, რომ დედაქალაქში გამართული მასშტაბური აქციები მშვიდობიანი არ არის. ამის სადემონსტრაციოდ აქვეყნებდნენ ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან აქციის მონაწილეები პიროტექნიკას. პროპაგანდისტული მედიასაშუალებები აქციის მონაწილეებს „აგრესიულ მომიტინგეებს“, „რადიკალებს“ ან სარკაზმით „მშვიდობიან“ მომიტინგეებს უწოდებდნენ. პიროტექნიკის გამოყენებასთან ერთად, ძირითადი აქცენტი მოსალოდნელ პროვოკაციებზე კეთდებოდა, რომელსაც „მუხტის ასაწევად“ მსხვერპლი უნდა მოჰყოლოდა. მსგავსი პოსტების ნაწილი დარეკლამებული იყო. მსგავსი ტიპის პოსტები გამოქვეყნდა ფეისბუქზე ოპოზიციის წინააღმდეგ ანონიმურად მოქმედი ანგარიშებსა  და  გვერდებზე „ნამდვილი ოპოზიცია“, „პოლიტიკოსები 1 ლარიდან“, „Bidzina Ivanishvili for Georgia “, „ლიდერი 41“, „რეალობა“, „სიმართლის დროა“, „სირცხვილის კორიდორი“ და  „ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი“ . 

იკტოკზე, ფეისბუქპროფილებსა და ტელეკომპანია „იმედის“ გვერდზე ავრცელებდნენ გზავნილებს, რომ აქციის მონაწილეები შეიარაღებულები იყვნენ.  ამ მიზნით გავრცელებული ფოტოები და ვიდეოები, ძირითადად, დაბალი ხარისხის იყო, თუმცა ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების დასკვნით, „იმედის“ მიერ გამოქვეყნებული ქარდი დეზინფორმაცია იყო და მასზე გამოსახული პირი არა იარაღით, არამედ შტატივითა და კამერით დგას. ტიკტოკის არხებმა @trends_ge და @geo.like გაავრცელეს კონსპირაციული თეორია, თითქოს გარკვეული ძალები გეგმავენ ლეტალური იარაღის შეძენას და მის გამოყენებას დემონსტრანტების წინააღმდეგ, რათა მსხვერპლი პოლიციას დაბრალდეს. აღნიშნული გზავნილი ქართული ოცნების მხარდამჭერმა მედიებმაც გაავრცელეს პარტია ხალხის ძალისწევრ ზურაბ ქადაგიძეზე დაყრდნობით.

აქციის მონაწილეებისრადიკალებადპოზიციონირებასთან ერთად, პროპაგანდისტული მედიები სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეების სასტიკ მოპყრობასსაპოლიციო ღონისძიებასადაპროვოკაციებზე პასუხსუწოდებდა. ქართული ოცნებისმხარდამჭერი გამოცემები ყოველდღიურად ავრცელებდნენ დაშავებული სამართალდამცავების შესახებ რაოდენობრივ ინფორმაციას, თუმცა მსგავსი სიხშირით არ გავრცლებულა დაკავებული და დაზარალებული მომიტინგეების შესახებ მონაცემები. დაზარალებული სამართალდამცავების კადრებით იწყებოდა პროპაგანდისტული ტელევიზიების სიუჟეტებიც.

სამართალდამცავების მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტმა მედიამ, „ნიუსჰაბი“, 2 დეკემბერს გამოაქვეყნა და დაარეკლამა ვიდეოები სათაურით „მოქალაქე პოლიციას მადლობას უხდის“. 

  

  • აქციები გარე ძალების მიერ არის მართული და „მაიდნის” სცენარს იმეორებს  

საპროტესტო აქციების მადისკრედიტირებელი ერთ-ერთი ძირითადი გზავნილი მისი „ნაცმაიდანად“ მოხსენიება იყო. პროპაგანდისტული მედიები და ანონიმურად მოქმედი გვერდები აქტიურად აზიარებდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს, რომლის მიხედვითაც აქციის მონაწილეების მიზანი სახელმწიფო გადატრიალებაა და ოპოზიცია საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს.  აღნიშნული გზავნილი გავრცელდა ტელეგრამის არხებზეც.

 

აქციების დისკრედიტაციისთვის პირველ დეკემბერს შეიქმნა ფეისბუქჯგუფი „ანტი-მაიდანი!”, რომლის ადმინისტრატორებიც არაავთენტურ პროფილთან ერთად პროპაგანდისტული ტელევიზია „PosTV-ის” წამყვანი, ადგილობრივი თვითმმართველობის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პირები, მათ შორის სპორტსმენები არიან. ჯგუფში შეთქმულების თეორიებთან ერთად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გზავნილები ვრცელდებოდა. ჯგუფში გამოქვეყნებული მადისკრედიტირებელი პოსტების სამიზნე აქციის მონაწილეებთან ერთად ჟურნალისტებიც არიან.  

აქციების დისკრედიტაციის მიზნით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი სხვადასხვა აქტორები პროტესტში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩართულობაზე ავრცელებდნენ პროპაგანდისტულ გზავნილებს და მათ აქციებს რადიკალიზაციაში ადანაშაულებდნენ. პოსტების ნაწილი, რომლებიც პარლამენტთან დაკავებულ ინგლისის მოქალაქეს ეხებოდა, დარეკლამებული იყო.

 

  • ანტიდასავლური კამპანია 

„ქართული ოცნების” ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილების, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების, მიღების შემდეგ სახალხო პროტესტის ფონზე, პარტიის ლიდერები ცდილობდნენ ანტიდასავლური განწყობების მეტად გაღვივებას და მოლაპარაკებების შეჩერებას ევროკავშირსა და დასავლეთს აბრალებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარტნიორების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა ცხადი განცხადებები, რომ მოლაპარაკების შეჩერებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ „ქართული ოცნებაა”. 

დასავლეთის მხრიდან აქციის მონაწილეებისადმი არაადამიანური მოპყობისა და გაუმართლებელი ძალადობის დაგმობის შემდეგ, პროპაგანდისულმა მედია PosTV-მ შშ-ის და ევროკავშირის ელჩების ყალბი ციტატებით ქარდები გამოქვეყნა. ქარდების აღწერაში იდენტური ტექსტი იყო მითითებული: ასეთი უნდა იყოს ობიექტური ელჩის კომენტარი მომიტინგეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე.” ყალბ ციტატებში აქციის მონაწილეები მოძალადეებად იყვნენ წარმოჩენილი, ელჩები კი მათ ქმედებებს გმობდნენ. ქარდები აქტიურად გავრცელდა ფეისბუქპროფილებსა და ჯგუფებში, თუმცა PosTV-ი გაკეთებულ აღწერი გარეშ. აღსანიშნავი, რო პროპაგანდისტულ მედიი პოსტები კომენტარებში აუდიტორიი უმრავლესობ ციტატებ ნამდვილა აღიქვამდ. არდებ დარეკლამებული იყ, თუმც Meta-ს წესები დარღვევი გამ მათ ნაწილ წაიშალ.  

მოქალაქეებზე სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ძალადობის ფორმების გასამართლებლად პროპაგანდისტული მედია ამტკიცებდა, რომ დასავლურ ქვეყნებში პროტესტს უფრო სასტიკი ფორმებით ახშობენ.  PosTV-მ საფრანგეთს ესტონეთშ სამართალდამცავები მხრიდა მომიტინგეები დარბევი კადრებ გამოაქვეყნ პოსტზ აღნიშნულ ქვეყნები საელჩოებ მონიშნ. 

 

  • აქციის მონაწილეებისა და მედიის მადისკრედიტირებელი კამპანია 

პროპაგანდისტული მედიების დისკრედიტაციის სამიზნე გახდნენ საპროტესტო აქციებში  მონაწილე აქტივისტები და ცნობადი სახეები (ინფლუენსერები), მათ შორის მსახიობები, მომღერლები და ტელეწამყვანები. სოციალური მედიის პოპულარულ პლატფორმებზე ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციების დისკრედიტაციის მიზნით ჰომოფობიური გზავნილები ვრცელდებოდა. ფეისბუქზე გავრცელდა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო, რომელზეც წყვილი აირწინაღებით ერთმანეთს კოცნის.

 

ქართული ოცნებისმხარდამჭერ მედიებსა და გვერდებზე ვრცელდებოდა ტელევიზიებისა და ჟურნალისტების გამაშარჟებელი და შეურაცხმყოფელი გზავნილები. კრიტიკა და დაცინვა აქციების გაშუქებასა და ჟურნალისტების ოპოზიციურ პოლიტიკურ არტიებთან კავშირს შეეხებოდა. 

 

ქართული ოცნებისწარმომადგენლებმა და პროპაგანდისტულმა მედიამ ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის აქციის დისკრედიტაციის მიზნით გამოყენება სცადეს. ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ტელეკომპანია „იმედთან“ სატელეფონო ჩართვით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, და ჟურნალისტებზე ძალადობას ამორალური უწოდა. მამუკა მდინარაძემ თავდასხმას „მიზანმიმართული პროვოკაცია“ უწოდა: „ეს არის მავნებლობა და უფრო დიდი და 99%-იანი შანსია, ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე, მინიმუმ ერთკვირიანი საქმე გააკეთეს“, - თქვა მდინარაძე. 

 

 
მდინარაძის განცხადების პარალელურად, შეთქმულების თეორია, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმა აქციის ორგანიზატორების პროვოკაცია იყო, მალევე გავრცელდა პროსახელისუფლებო ანონიმურ გვერდებზე, პროფილებსა და ჯგუფებში. მამუკა მდინარაძის განცხადება, გავრცელდა ცრუ მედიის გვერდზე „გურია თაიმსი“, ასევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ჯგუფებში „ქართული ოცნების მხარდამჭერები“, „ბიძინა ივანიშვილი და მომავალი თაობა#oficial“ და გვერდზე „ლიდერი 41“. კონსპირაციები თავდასხმის შესახებ განსაკუთრებით აქტიურად ვრცელდებოდა ფეისბუქჯგუფში „ანტი-მაიდანი!“. ჯგუფის წევრები და ადმინისტრატორები თავდასხმას „დადგმულ პროვოკაციას“ უწოდებდნენ და ძალადობის ორგანიზებაში ჯგუფ „დაიტოვეს“ წევრებს ადანაშაულებდნენ.  მოგვიანებით, ეისბუქჯგუფში „ანტი-მაიდანი!“„ტვ პირველის“ ჟურნალისტების ცემა აქტივისტ სანდრო ქინქლაძეს დაუკავშირეს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სანდრო ქინქლაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე, სამართალდამცავი ორგანოს დაუმორჩილებლობას მუხლით დააკავეს, პოსტები ჯგუფებიდან და ანგარიშებიდან ეტაპობრივად წაიშალა და აღარ იძებნება. 

 

 

ტიკტოკზე ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედმა არხმა @brdzeni_kritikosi, თავდასხმის შედეგად დაშავებული ჟურნალისტის მაკა ჩიხლაძის მადისკრედიტირებელი სექსისტური პოსტი გაავრცელა.  

 

 

ანონიმურად მოქმედ გვერდზესიმართლის დროაგამოქვეყნდა იმ საჯარო მოხელეების მადისკრედიტირებელი პოსტიც, რომლებმაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო სამსახური დატოვეს. პოსტში საჯარო მოხელეები პარტია ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობასთანიყვნენ დაკავშირებულ.

 

 

  • საქართველოს პრეზიდენტის მადისკრედიტირებელი კამპანია  
     

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერ და მისთვის არასასურველი აქტორების წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე დისკრედიტაციის ობიექტი იყო სალომე ზურაბიშვილიც. მადისკრედიტირებელი გვერდები ზურაბიშვილს „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ჩაწერილი ინტერვიუდან ამოღებულ ფრაგმენტებს ავრცელებდნენ, რომელსაც თან პრეზიდენტის მიმართ დამცინავი და შეურაცხმყოფელი ტექსტები ერთვოდა. ვრცელდებოდა პრეზიდენტის სხვა ინტერვიუებიც, რომლებიც ასევე მის დაცინვას ემსახურებოდა. 

 

 

  • აქციები არ არის ხალხმრავალი  

აქციების დისკრედიტაციის მცდელობის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მონაწილეთა რაოდენობის დაკნინება. მანიპულირებული კადრების გამოყენებითა და გავრცელებული გზავნილებით, პროპაგანდისტული მედიები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ანგარიშები ცდილობდნენ წარმოეჩინათ, თითქოს აქციები მასშტაბური არ არის.  

 

 

  • საპროტესო აქციების დისკრედიტაცია დასავლელი ექსპერტების სახელით 

ჯეფრი საქსი 

4 დეკემბერს  სოციალურ ქსელებში გავრცელდა ამონარიდი ამერიკელი პროფესორის, ჯეფრი საქსის ერთ-ერთი ინტერვიუდან. ამ ამონარიდში და შესაბამისად, სტატიებში გამოტანილია საქსის შემდეგი სიტყვები:  

 


„შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთის გარშემო არსებული არეულობების დიდი ნაწილი აშშ-ის მიერაა გამოწვეული. ეს ბაიდენის ადმინისტრაციის ერთგვარი ბოლო გასროლაა. არეულობაა საქართველოში, რუმინეთში...მოლდოვაშიც ახალი არეულობის გაღვივებაზე საუბრობენ.  

ეს რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებია, სადაც აშშ-ს აქტიური ფარული ოპერაციები აქვს ისეთი ორგანიზაციების ჩართულობით, როგორიცაა „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“. ამ ორგანიზაციების მიზანია, პრობლემები შეუქმნას რუსეთს. ასე რომ, რაც ხდება, ეს არის ბაიდენის, სალივანის, ბლინკენისა და „დიფ სთეითის“ ერთგვარი ბოლო გასროლა“. 


ჯეფრი საქსის ინტერვიუდან ამონარიდი გავრცელდა რუსთავი 2-ის, ტელეკომპანია იმედის, რადიო იმედის, PosTV-ს, SPNEWS-ის, საინფორმაციო სააგნტო ინფო 9-ის, Newshub.ge - ნიუსჰაბი-ს და სხვა საინფორმაციო სააგენტოების ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებში. პოსტების ნაწილი დარეკლამებული იყო. 

 

 

ჯეფრი საქსის მიერ გაჟღერებული გზავნილები თანხვედრაშია „ქართული ოცნების“ ნარატივთან, რომლის მიხედვითაც, საქართველოში გარე ძალები ხელოვნურად ცდილობენ ქაოსისა და არეულობის შემოტანას, ე.წ. რევოლუციური სცენარის განვითარებას.  

ჯეფრი საქსი მართლაც არის ამერიკის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ეკონომისტია, მათ შორის რუსეთისა და პოლონეთის პოსტსაბჭოური ეკონომიკების მიმართ „შოკური თერაპიის“ ერთ-ერთი ავტორი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის მიერ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდგომ, პროფესორი საქსი საინფორმაციო სივრცეში დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებით გახდა ცნობილი.  

საქსი აჟღერებდა ისეთ ცრუ ინფორმაციას, როგორებიცაა: რუსეთის პროვოცირება NATO-ს გაფართოებამ გამოიწვია; ამერიკა  უკრაინას მეორე „ავღანეთად“ გადააქცევს და მისი მოქალაქეები ამერიკის გეოპოლიტიკურ მიზნებს შეეწირებიან; NATO რუსეთისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს; VoxUkraine-ს პროფესორი ჯეფრი საქსი დასახელებული ჰყავს იმ დასავლელ ექსპერთა შორის, რომლებიც პრორუსული პროპაგანდის გავრცელებაში არიან შემჩნეული.  ამასთანავე, საქსი ჯერ კიდევ „კოვიდპანდემიის” დროს ამბობდა, რომ SARS-CoV-2 ვირუსი არა ბუნებრივი ვირუსი, არამედ აშშ-ის ლაბორატორიაში შექმნილი იყო. 

 

გლენ დისენი 

პირველ და 2 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ არხებზე გავრცელდა პოლიტოლოგის გლენ დისენის პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებული პოსტები: 


  1. „საქართველოში პარლამენტთან მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს პოლიციას. 

    - მედია მას "მშვიდობიან საპროტესტო აქციას" უწოდებს, მაგრამ ეს, რომ აშშ-ში მომხდარიყო, მას "აჯანყების" იარლიყს მიაკრავდნენ. 

    - ევროკავშირი აგრძელებს რეჟიმის ცვლილების მხარდაჭერას იმის მტკიცებით, რომ ის "დგას საქართველოს ხალხის გვერდით", მაგრამ ქართველმა ხალხმა ხმა მისცა ეროვნულ არჩევნებში. 

    ეს არის საშიში არჩევნებში ჩარევა, რომელიც ევროკავშირის დისკრედიტაციას მოახდენს წლების განმავლობაში. 

    თუმცა, დღეს ევროკავშირის ნარატივი უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე საღი აზრი." 

  1. „ევროკავშირმა და აშშ-მა გაააქტიურეს თავიანთი „არასამთავრობო ორგანიზაციები“ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგების გასაუქმებლად: - როდესაც ქართული პოლიცია შეაჩერებს ძალადობას, მედია დაგვბომბავს „მშვიდობიან მომიტინგეებზე“ თავდასხმის კადრებით, რაც დააკანონებს შემდგომ ჩარევას ხელისუფლების დამხობის მიზნით“.
  1. „არასამთავრობო ორგანიზაციები“ რომლებიც აწყობენ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს და მხარს უჭერენ გადატრიალებებს ისეთ ადგილებში, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, ფინანსდებიან აშშ-ს მთავრობებისგან და და უკავშირდებიან აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოებს (ხშირად დაკომპლექტებულია CIA-ს „ყოფილი“ ოფიციალური პირებით). NED დაარსდა პრეზიდენტ რეიგანის მიერ 1983 წელს, რათა სადაზვერვო სააგენტოებს შეეძლოთ სამოქალაქო საზოგადოების მანიპულირება ღიად ადამიანის უფლებების ხელშეწყობის საფარქვეშ.არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ფუნქციონირებს NED, როგორც CIA-ს ფილიალი, მაგრამ მედია მათ ქმედებებზე არასოდეს არ საუბრობს და, შესაბამისად, სულ უფრო თავხედები ხდებიან. უსირცხვილობის დემონსტრირება ხდება NED-ის დირექტორთა საბჭოში კიევის გადატრიალების მთავარი შემოქმედის ვიქტორია ნულანდის მოწვევით. არცერთ ჩვენს ჟურნალისტს ეს უცნაურად არ მიაჩნია სანამ მედია საფლავივით დუმს, არსებობს უამრავი აკადემიური სამუშაო იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებენ ეს ორგანიზაციები“. 


 

 

გლენ დისენი აკადემიური წარსულის მქონე ნორვეგიელი პოლიტიკის მეცნიერია, რომელიც აკადემიურ წრეებსა და სკანდინავიური მედიასაშუალებების კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა მისი მხრიდან Russia Today-სთან თანამშრომლობისა და პრორუსული ნარატივების გავრცელების გამო. დისენი ერთ-ერთია მათგანია, ვინც რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრას NATO-ს ბრალეულობად მოიხსენიებს.  

დისენი პოზიციონირებს როგორც ექსპერტი რუსეთის საგარეო პოლიტიკის, კონსერვატიზმისა და ევრაზიული ინტეგრაციის დარგში. ის აგრეთვე არის კრემლთან აფილირებული „ვალდაის სადისკუსიო კლუბის“ წევრიც. გლენ დისენის მიერ გავრცელებული ნარატივი თანხვედრაში მოდის კრემლის გავრცელებულ ნარატივებთან, განსაკუთრებით „კოლექტიურ დასავლეთზე“ საუბრის კონტექსტში. 

 

* * *  

მიმდინარე აქციების ფონზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი პროპაგანდისტული წყაროები ყოველდღიურად აძლიერებენ დეზინფორმაციულ ფრონტს. შექმნილი კრიზისის ძირეული მიზეზების განხილვისა და საზოგადოების სამართლიან მოთხოვნებზე რეაგირების ნაცვლად, „ქართული ოცნება“, როგორც ფიზიკურად, ისე ვერბალურად აგრძელებს ძალაუფლების დემონსტრირებას და აქციებთან დაკავშირებით ცრუ ბრალდებების გავრცელების გზით ცდილობს ჩაახშოს საზოგადოების გულწრფელი პროტესტი. დეზინფორმაცია იქცა აქციის მონაწილეთა დემონიზების მძლავრ ინსტრუმენტად. შეცდომაში შემყვანი გზავნილების გავრცელებით, „ქართული ოცნება“ მიზნად ისახავს ბრალეულობის ოპოზიციის და დემონსტრანტებზე გადატანას და რეპრესიებისა და ძალოვნების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ სასტიკი მოპყრობის გამართლებას.   

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ სისტემის სხვა დამნაშავეებთან ერთად, შექმნილ კრიზისში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება პროპაგანდისტებს და იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის. სანდო, გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. დეზინფორმაციის გავრცელებით კი ეს აქტორები ძირს უთხრიან დემოკრატიას და ხელს უწყობენ საქართველოში ავტორიტარიზმის დამყარებას.