სოციალური მედიის მონიტორინგი - მეოთხე შუალედური ანგარიში
ანგარიში მოიცავს საქართველოში სოციალური მედიის სივრცეში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მიმდინარე ძირითადი ტენდენციების ანალიზს. კერძოდ, ანგარიშში აღწერილია არჩევნებში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიებისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ოფიციალური გვერდების, პოლიტიკური მიზნით მოქმედ ანონიმურ გვერდებზე დაკვირვების შედეგები, ასევე, პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელების გზით საზოგადოების დამაპირისპირებელი გზავნილების ანალიზი და სხვა მნიშვნელოვანი ტენდენციები, რომლებიც მიზნად ისახავენ ამა თუ იმ ფორმით გავლენა მოახდინონ ამომრჩევლის ნებაზე. ანგარიშში ასევე წარმოდგენილია საარჩევნო მიზნით გამოქვეყნებული დეკლარირებული და არადეკლარირებული რეკლამების ანალიზი.
ანგარიშში გაანალიზებულია 2020 წლის 1 ნოემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი. „სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგი ძირითადად, მოიცავს „ფეისბუქზე“ დაკვირვებას, თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია „ინსტაგრამზე“ მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი გარკვეული მიგნებებიც.