სოციალური მედიის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში
ანგარიში მოიცავს საქართველოში სოციალური მედიის სივრცეში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე ძირითადი ტენდენციების ანალიზს. კერძოდ, ანგარიშში აღწერილია არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ოფიციალური გვერდების აქტივობა, ასევე პოლიტიკური მიზნით მოქმედ ანონიმურ და ღია გვერდებზე დაკვირვების შედეგები და სხვა მნიშვნელოვანი ტენდენციები. ანგარიშში გაანალიზებულია 2021 წლის 2 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი. საანგარიშო პერიოდში „სამართლიანი არჩევნების“ მონიტორებმა დეტალურად შეისწავლეს 1,126 პოსტი. სოციალური მედიის მონიტორინგი, ძირითადად, მოიცავს ფეისბუქს, თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია ტელეგრამზე, ინსტაგრამსა და ტიკტოკზე მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი მიგნებებიც. „Სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოვლენილი გვერდები და მათი საქმიანობის აღწერილობა ხელმისაწვდომია ინტერაქტიულ ვებ- გვერდზე www.disinfoobserver.ge.
* შენიშვნა: რეკლამების რაოდენობის და ხარჯების შესახებ მონაცემები წარმოდგენილია 2-31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდზე.
დოკუმენტის ახალ ფანჯარაში გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ