სოციალური მედიის მონიტორინგი

ტიკტოკი - პროპაგანდის ახალი ეკოსისტემა

ISFED-ი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც ტიკტოკის პლატფორმაზე წინასაარჩევნოდ მიმდინარე ტენდენციები და საინფორმაციო მანიპულაციები შეისწავლა. ანგარიშში წარმოდგენილია 2 აგვისტოდან 6 ნოემბრამდე პერიოდში აქტიური, ტიკტოკის 63 არხის ანალიზის შედეგები. დაკვირვებისთვის შეირჩა არხები, რომლებსაც ამ პერიოდში, გამოქვეყნებული აქვთ მინიმუმ 1 ვიდეო და პოლიტიკური მიზნით, ანონიმურად ან ღიად ეწეოდნენ მადისკრედიტირებელ, მხარდამჭერ ან პროპაგანდისტულ კამპანიებს.

ძირითადი მიგნებების მიხედვით, ფეისბუქის მიერ გაუქმებული არაერთი ცნობილი ანონიმური და პროპაგანდისტული გვერდი წარმატებით გადაერთო ტიკტოკის პლატფორმაზე, მათ შორის “ალტ-ინფოს“ ქსელი. შერჩეულ ანგარიშებს შორის, ტიკტოკზე ყველაზე დიდი ინტერაქციით პროპაგანდისტული გზავნილების არხები სარგებლობდნენ, რომელთა ძირითადი ნაწილი სწორედ “ალტ-ინფოს” მასალებს ავრცელებდა. ასევე, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ მადისკრედიტირებელი კამპანიების მასშტაბი და გზავნილები რადიკალურად გაიზარდა.

 

დოკუმენტის ახალ ფანჯარაში გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ