თვითმმართველობები

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვებ-გვერდების მონიტორინგის ანგარიში

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. 

თანამედროვე ტექნოლოგიები და ინტერნეტი არის ინფორმაციის მოპოვებისა და  კომუნიკაციის ეფექტური საშუალება. ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გასაზრდელად მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რისი მიღწევის ერთ-ერთ გზას ინტერნეტ რესურსების სწორად გამოყენება წარმოადგენს. ინფორმაციის გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს საჯარო დაწესებულებებზე საზოგადოებრივი კონტროლის არსებობასა და საზოგადოების ჩართულობის ხარისხის გაზრდას. 2013 მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 45%-სთვის ინტერნეტი ხელმისაწვდომია.  შესაბამისად, საჯარო სამსახურების ვებ-გვერდების არსებობა უკვე საკმაოდ მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს.

‘’სამართლიანმა არჩევნებმა’’ 2014 წლის 1 ნოემბრიდან 2015 წლის 1 მაისამდე განახორციელა ადგილობრივი თვითმმართველობის, როგორც აღმასრულებელი (გამგეობა/მერია), ისე წარმომადგენლობითი (საკრებულო) ორგანოების ვებ-გვერდების მონიტორინგი. კვლევის ობიექტი იყო, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალური ქსელის (Facebook) გვერდები, ვინაიდან ინტერნეტ მომხმარებლების უმრავლესობა აქტიურია სოციალურ ქსელებში, რომელიც დღესდღეობით ინფორმაციის გავრცელების სწრაფი და ეფექტური საშუალებაა. 

ვებ-გვერდების მონიტორინგის ანგარიში