სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 15 სექტემბერს ახალციხეში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება
\"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და საიაი კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ 15 სექტემბერს ახალციხეში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება.“
დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.
ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ ახალციხეში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 15 სექტემბერს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.
“სამართლიანი არჩევნები” და საია იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.