2012 საპარლამენტო

2012 წლის საპარლამენტო არჩევნები განცხადება (უბნების დახურვა და არჩევნების შედეგები)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
2012 წლის საპარლამენტო არჩევნები განცხადება
უბნების დახურვა და არჩევნების შედეგები




„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საპარლამენტო
არჩევნების დღის და შედეგების შეჯამების მონიტორინგს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 1271 აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგებოდა, რომლებიც გადანაწილებული იყვნენ როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში, მათ შორის იყო, ასევე, 73 მობილური ჯგუფი.


,,სამართლიანმა არჩევნებმა’’ არჩევნების დღისა და შედეგების შეჯამების დაკვირვება  ხმების პარალელურ დათვლის (PVT) მეთოდოლოგიის საფუძველზე განახორციელა. დამკვირვებლები გადანაწილებულნი იყვნენ  სტატისტიკურად მყარი, წარმომადგენლობითი და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იდენტიფიცირებულ საარჩევნო უბნებზე, რამაც მიღებული სტატისტიკური მონაცემების მთელი ქვეყნის მასშტაბით განზოგადების და არჩევნების  დღის  მთლიანი  პროცესის  ზუსტი  და  ყოველმხრივი  შეფასების  საშუალება მოგვცა. გარდა შემთხვევითად შერჩეული უბნებისა, „სამართლიანი არჩევნები“, ასევე, აკვირდებოდა სპეციალურ უბნებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და სამხედრო ნაწილებში.  ასევე,  ორგანიზაციამ  მონიტორინგი  განახორციელა  საზღვარგარეთ განთავსებულ ცალკეულ უბნებზე (კიევი, ბუდაპეშტი, ბრიუსელი).


“სამართლიან არჩევნებს“ გააჩნია არჩევნებზე დაკვირვების გამოცდილება 1995 წლიდან. 2003 წლიდან მოყოლებული ორგანიზაცია ყველა სადამკვირვებლო მისიას ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიის საფუძველზე ახორციელებს.


„სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ ხმების პარალელური დათვლის (PVT) დაკვირვების მეთოდით მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე შეჯერებულ სტატისტიკურ ინფორმაციას ხმის დათვლის პროცესის მიმდინარეობისა და პროპორციული არჩევნების შედეგების შესახებ.
 
ძირითადი დასკვნები

ძირითადად,  კენჭისყრის  პროცესი  მთელი  ქვეყნის  მასშტაბით  გამართულად მიმდინარეობდა.  თითქმის  ყველა  საარჩევნო  უბანი  გაიხსნა  დროულად  და  მიუხედავად იმისა, რომ უბნების შესასვლელებთან შეინიშნებოდა ხალხმრავლობა, უბნების მხოლოდ 3%- ზე დაფიქსირდა შიდა პერიმეტრის გადატვირთულობა. კენჭისყრის დღის მნიშვნელოვან ხარვეზად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ უბნების 6%-ზე მარკირების პროცედურა არასათანადოდ სრულდებოდა. ხმის მიცემის ფარულობა დაცული იყო უბნების 98%-ზე, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ზრდას 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით (91%). „ქართულ ოცნებას“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიული წარმომადგენლები (დამკვირვებლები) განთავსებული ჰყავდათ უბნების 94%-სა და 90%-ზე.


მთელი ქვეყნის მასშტაბით უბნის უმრავლესობაზე უბნის დახურვის პროცედურები წარიმართა სათანადოდ, ხოლო უბნების 96% პროცენტის შემთხვევაში ხმის დათვლა დასრულდა მნიშვნელოვან ინციდენტების გარეშე.   ხაშურის საარჩევნო ოლქში ოქმების შედგენის პროცესი ყოველგვარი საჭიროების გარეშე გაჭიანურდა მანამ, სანამ უბნებზე არ გამოჩნდა სპეციალური დანიშნულების ძალები. დამატებით, „სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ხაშურის   ზემოაღნიშნულ   საარჩევნო   უბნებზე,   დათვლილი   ბიულეტენების   მიხედვით, „ქართული ოცნება“ ლიდერობდა.


ამომრჩევლის აქტივობა მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო მაღალი და შეადგინა 61%, ხოლო თბილისის მასშტაბით ამომრჩევლის აქტივობამ მიაღწია 64%-ს. როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე თბილისის მონაცემები ამომრჩეველთა აქტივობის თაობაზე 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით გაზრდილია. 2008 წელს ქვეყნის მასშტაბით აქტივობამ შეადგინა
53%, ხოლო თბილისის მასშტაბით - 48%. აქტივობა მიუთითებს, რომ მოქალაქეთა ჩართულობა იყო მაღალი, რადგან არჩევნებში რეკორდულად მაღალმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა.

არჩევნების   დღის   მიმდინარეობის   თაობაზე    მიღებული   ინფორმაციის   საფუძველზე,
„სამართლიანი    არჩევნები“    დარწმუნებულია    ხმების    პარალელური    დათვლის    (PVT)
საფუძველზე  პროპორციული  სისტემის  არჩევნებში  დაფიქსირებულ  შემდეგ  შედეგებში.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ სრულად მიიღო ინფორმაცია მისი დამკვირვებლების 99%-ისგან. უნდა აღინიშნოს, რომ   ხმების პარალელური დათვლა (PVT) არ ზომავს მაჟორიტარული არჩევნების შედეგებს ისევე, როგორც არ ასახავს ინფორმაციას პარლამენტში მანდატების გადანაწილების  პროპორციის თაობაზე.