2020 საპარლამენტო

ISFED არჩევნების დღეს 1000-მდე დამკვირვებლით დააკვირდება

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს 1000-მდე მოკლევადიანი დამკვირვებლის, 73 ოლქის დამკვირვებლის, 78 მობილური ჯგუფის მეშვეობით და ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით დააკვირდება.

ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგია გვაძლევს საშუალებას, მოვიპოვიოთ დროული ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ, მყისიერად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემურად შევაფასოთ საარჩევნო პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე.

31 ოქტომბერს, დღის განმავლობაში, დაგეგმილია 4 პრესკონფერენცია საარჩევნო მედიაცენტრში: 11:00, 15:00, 19:00 და 22:00 საათზე. ასევე, 1 ნოემბერს, 11:00 საათზე, საარჩევნო მედიაცენტრში გაიმართება შემაჯამებელი პრესკონფერენცია.

არჩევნების დღეს აქტიურად იმუშავებს ჩვენი ვებგვერდი http://isfed.ge და სოციალური მედიის ოფიციალური გვერდები:

ასევე იფუნქციონირებს საარჩევნო პორტალი http://electionsportal.ge, სადაც აიტვირთება ინფორმაცია დღის განმავლობაში მომხდარი ინციდენტებისა და შესაძლო დარღვევების შესახებ.

არჩევნების დღის მიმდინარეობის შესახებ მყისიერი ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ISFED-ის მობილური აპლიკაციის მეშვეობით:

iOS: https://apple.co/2FdDZwh

Android: https://bit.ly/2GFaEvl

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) სადამკვირვებლო მისიის განხორციელება გახდა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროკავშირის მხარდაჭერით.