2024 საპარლამენტო

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიში (27 აგვისტო - 30 სექტემბერი)

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ქვეყნის ისტორიაში პირველად საქართველოს მოქალაქეები უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, რომელსაც მთავრობის დაკომპლექტებასთან ერთად, გადამწყვეტი როლი ექნება საქართველოს პრეზიდენტის არჩევაშიც, პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევენ. საარჩევნო სისტემის შეცვლამ, რომელსაც ფუნდამენტური გავლენის მოხდენის პოტენციალი გააჩნია პარტიული და ზოგადად პოლიტიკური სისტემის განვითარებაზე, პარტიულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები უკვე გამოიწვია და სავარაუდოა, რომ იგი ამომრჩეველთა ქცევაზეც იქონიებს გავლენას. ამასთან ერთად, მოახლოებულ არჩევნებს ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტად მიიჩნევენ ძირითადი პოლიტიკური გაერთიანებები.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდი არჩევნების დღემდე 60 დღით ადრე – 27 აგვისტოს დაიწყო. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (შემდგომ „სამართლიანი არჩევნები“) წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩევნო ოლქში, უფრო ადრე, 2024 წლის 1 ივნისს, დაიწყო. 25 ივნისს ორგანიზაციამ წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტი გამოაქვეყნა,[1] 4 სექტემბერს კი 1 ივნისიდან 27 აგვისტომდე მიმდინარე საარჩევნო პროცესების მონიტორინგის შედეგები შეაჯამა.[2]

წინამდებარე მონიტორინგის ანგარიში მოიცავს 27 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედეგებს, აგრეთვე ცალკეულ ისეთ მოვლენას, რომლის განვითარება 27 აგვისტომდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა ან/და მონიტორინგის პერიოდში გამოვლენილი ფაქტის შემდეგ განვითარდა. ანგარიშში მიმოხილულია საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ზოგიერთი მიმართულება, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო რეგისტრაციის პროცესი, ქალთა წარმომადგენლობა რეგისტრირებულ პარტიულ სიებში, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა, მედიაგარემო, საარჩევნო დავები და საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი სხვა ძირითადი ტენდენციები.

 

დოკუმენტის სრულად გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ

 

 

[1] „2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის გარემოს შეფასება“, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, წვდომილი 2024 წლის 24 აგვისტოს, https://www.isfed.ge/geo/2024-saparlamento/2024-tslis-saparlamento-archevnebis-tsina-periodis-garemos-shefaseba

[2] „2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში“, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, წვდომილი 2024 წლის 4 სექტემბერს, https://isfed.ge/geo/2024-saparlamento/2024-tslis-saparlamento-archevnebis-araofitsialuri-tsinasaarchevno-periodis-monitoringis-angarishi