სამოქალაქო განათლება

ISFED-მა სამოქალაქო განათლების ვორკშოპები ჩაატარა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ Black Sea Trust for Regional Cooperation-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის  „სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ლიდერების ახალი თაობის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში, პროექტის  მონაწილე ახალგაზრდების ორ ჯგუფთან  სამოქალაქო განათლების ვორკშოპები ჩაატარა. ვორკშოპები შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორცაა დემოკრატია და მოქალაქეთა ჩართულობა, ადგილობრივი თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია, არჩევნები, დებატების ხელოვნება, გარემოს დაცვა და სხვა.  ახალგაზრდებთან სასაუბროდ, მოწვეულნი იყვნენ დარგის ექსპერტები.

 

ინტერაქციული ლექციების, პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით ვორკშოპები მიზნად ისახავდა ადგილობრივი ლიდერების შესაძლებლობების გაძლიერებას და მიღებული ცოდნის საფუძველზე, თემისა თუ მუნიციპალიტეტის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის გაზრდას.  

 

ხუთდღიანი ვორკშოპები კაჭრეთსა და თბილისში, დეკემბრის თვეში გაიმართა და მასში, ჯამში, 38 ახალგაზრდა მონაწილეობდა.