პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ლიდერების ახალი თაობის გაძლიერება საქართველოში“ 4 მონაწილე სტაჟირებას გაივლის
პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ლიდერების ახალი თაობის გაძლიერება საქართველოში“ ოთხი შერჩეული მონაწილე სხვადასხვა საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციაში სტაჟირებას გადის. გიორგი გიორგაძე „საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში” (IRI), ნინო მაჭარაშვილი „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში“, გიორგი ღუღუნიშვილი „სოციალური სამართლიანობის ცენტრში”, ლუკა ჩიტიანი კი, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში” გაივლიან სტაჟირებას. სტაჟირების პროგრამა 3 თვიანია და მონაწილეები ორგანიზაციების ყოველდღიური აქტივობებში ჩართულობასთან ერთად, საკუთარ კვლევებზე მუშაობენ.
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ლიდერების ახალი თაობის გაძლიერება საქართველოში“ Black Sea Trust for Regional Cooperation-ის ფინანსური და “სამართლიანი არჩევნების“ ტექნიკური მხარდაჭერით მიმდინარეობს.