სამოქალაქო განათლება

პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ლიდერების ახალი თაობის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში განხორციელებული სათემო ინიციატივები

ტექნოლოგიური განვითარება 

 

 1. „ტექნოვაცია”

პროექტის განმახორციელებელი: ლუკა ჩიტიანი  

ინიციატივა „ტექნოვაციის" ფარგლებში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლას გადაეცა საბაზისო ელექტრომოწყობილობები, რომელთა ინტეგრირებაც მოხდება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაკვეთილზე. პროექტის მიზანი, მოსწავლეებში STEM სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლება და მოსწავლეებში აღნიშნული მიმართულებით ინტერესის გაზრდაა. ტექნიკის სასწავლო პროცესში ინტეგრირებით, ჩატარდა ღია გაკვეთილი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრეების მხრიდან. 

ინიციატივა განხორციელდა სამოქალაქო განათლების ვორკშოპის კურსდამთავრებულის, ლუკა ჩიტიანის მიერ „სამართლიანი არჩევნების” ტექნიკური და „შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის” ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ლიდერების ახალი თაობის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში.  

 

 

არაფორმალური განათლება, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება 

 2. „ახალგაზრდების როლი არჩევნებში”

პროექტის განმახორციელებელი: ანგელინა კობელიან 

ინიციატივის „ახალგაზრდების როლი არჩევნებში” ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან. ტრენინგზე განხილული მთავარი საკითხები იყო: დემოკრატია, ადგილობრივ თვითმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობა, არჩევნებში მონაწილეობა.  

Მონაწილეებს, ასევე, ჰქონდათ საშუალება ეთამაშათ „სამართლიანი არჩევნების” მიერ კანადის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი სამაგიდო თამაში „საარჩევნო ასოციაციები”, სადაც მოთამაშეები ხატვით, პანტომიმით ან მეტყველებით ხსნიან  არჩევნებთან დაკავშირებულს ტერმინებს, ცნებებსა და პროფესიებს.  

აგრეთვე, აქტიურმა მონაწილეებმა დაწერეს თემები, საიდანაც 5 საუკეთესო ავტორს წამახალისებელი ღონისძიების სახით გადაეცათ „ბიბლუსის” წიგნების ვაუჩერები.  

ინიციატივა განხორციელდა სამოქალაქო განათლების ვორკშოპის კურსდამთავრებულის, ანგელინა კობელიანის მიერ “სამართლიანი არჩევნების” ტექნიკური და “შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის” ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ლიდერების ახალი თაობის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში. 

 

 

 3. „კონფლიქტები და ჩვენი რეალობა”

პროექტის განმახორციელებელი - ეკა ხითარიშვილი 

ინიციატივის „კონფლიქტები და ჩვენი რეალობა” ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში ჩატარდა ორდღიანი ტრენინგ-კურსი. პროექტში ჩართულნი იყვნენ 14 დან 18 წლამდე ახალგაზრდები, რომლებმაც მიიღეს ინფორმაცია კონფლიქტების და მისი სახეების შესახებ, ტრენერთან ერთად განიხილეს მშვიდობიანი გზით გადაჭრის გზები, სიმულაციური აქტივობების დახმარებით ამოხსნეს კონფლიქტური სიტუაციები. Მონაწილეებმა, ასევე, გაანალიზეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და პარალელი გაავლეს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომთან.  

ინიციატივა განხორციელდა სამოქალაქო განათლების ვორკშოპის კურსდამთავრებულის, ეკა ხითარიშვილის მიერ “სამართლიანი არჩევნების” ტექნიკური და “შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის” ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ლიდერების ახალი თაობის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში. 

 

 

 4. „მოქალაქის საათი”

პროექტის განმახორციელებელი - გიორგი პაპაშვილი 

  

ინიციატივის „მოქალაქის საათი” ფარგლებში თელავში ჩატარდა არაფორმალური ხასიათის შეხვედრები ახალგაზრდებისთვის, რომლის მიზანიც იყო არაფორმალური განათლებისა და სალონური საუბრების გარემოს პრეცედენტის შექმნა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით. პროექტმა ხელი შეუწყო რეგიონში  აქტიური ახალგაზრდების იდენტიფიცირებას, რომლებიც  სამოქალაქო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით თანასწორ განმანათლებლები გახდნენ.  

ინიციატივა განხორციელდა სამოქალაქო განათლების ვორკშოპის კურსდამთავრებულის, გიორგი პაპაშვილის მიერ “სამართლიანი არჩევნების” ტექნიკური და “შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის” ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ლიდერების ახალი თაობის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში. 

 

 

 5. ახალგაზრდების ინფორმირებულობა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა

პროექტის განმახორციელებლები: ანა აბულაძე, ნინო აქუბარდია, ბაკურ ხუბულავა 

ინიციატივის მიზანი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრების ინფორმირება ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა გარემოს დაცვა, ადამიანის უფლებები, ქალთა გაძლიერება, ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა ადგილობრივი თვითმმართველობების განხორციელებაში, სამოქალაქო აქტივიზმი, სამართლიანი არჩევნები, დემოკრატიის როლი სახელმწიფოს მშენებლობაში.  

ინიციატივის ფორმატი ითვალისწინებდა, ტრადიციული ტრენინგ-სემინარების ნაცვლად, აღნიშნულ თემებზე მონაწილეებისთვის ინფორმაცია სახალისო ვიქტორინის და თამაშის გზით მიეწოდებინა. ვიქტორინაში მონაწილეობა მიიღეს 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებმა 18 გუნდად ქალაქ ზუგდიდიდან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან.   

ინიციატივის ავტორები იმედოვნებენ, რომ მონაწილეების აქტიური ჩართულობა და ზოგადად, ახალგაზრდების ინტერესი ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაშების მიმართ ხელს შეუწყობს მათ მსგავსი ტიპის აქტივობა საკუთარ სამეგობრო წრეში, სკოლაში, სოფელში, ქალაქში განახორციელონ და გადასცენ მიღებული ცოდნა.  

ინიციატივა განხორციელდა სამოქალაქო განათლების ვორკშოპის კურსდამთავრებულების, ანა აბულაძის, ნინო აქუბარდიას და ბაკურ ხუბულავას მიერ “სამართლიანი არჩევნების” ტექნიკური და “შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის” ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ლიდერების ახალი თაობის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში. 

 

 

 6. „ახალგაზრდები სამოქალაქო ცვლილებებისთვის”

პროექტის განმახორციელებელი: გიორგი ღუღუნიშვილი 

ინიციატივა „ახალგაზრდები სამოქალაქო ცვლილებებისთვის” განხორციელდა ჭიათურის მუნიციპალიტეტში და მასში აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორი. ინიციატივა მოიცავდა სხვადასხვა სახის აქტივობებს: ესეების კონკურსს, რომლის ფარგლებშიც პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს ინტერნეტ კომპანია „smartnet”-მა გადასცა საჩუქრად 200 ლარიანი ვაუჩერი, მეორე და მესამე ადგილზე გასულებს გადაეცათ შესაბამისად, 100 და 50 ლარიანი ვაუჩერები. ესეების კონკურსის შედეგად შერჩეულ მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემებზე: ეკოლოგიური პრობლემები, ლიდერული თვისებები, სამოქალაქო სექტორის გაძლიერება. ინიციატივის შედეგად გამოიკვეთა ადგილობრივი ლიდერები და ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის ჭიათურა”-სთან ერთად აქტიურად იმუშავებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე. ასევე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის ბიბლიოთეკას გადაეცა წიგნები. სოფლის ტურისტული პოტენციალის შესახებ  „მომავლის ჭიათურის“ ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა ვიდეორგოლი.  

ინიციატივა განხორციელდა სამოქალაქო განათლების ვორკშოპის კურსდამთავრებულის, გიორგი ღუღუნიშვილის მიერ “სამართლიანი არჩევნების” ტექნიკური და “შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის” ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ლიდერების ახალი თაობის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში. 

 

 

ქალთა გაძლიერება  

7. ,,ქალთა ცნობიერების ამაღლება შრომითი უფლებების შესახებ“

Პროექტის განმახორციელებელი - მაგდა შუშტაკაშვილი   

ინიციატივის ,,ქალთა ცნობიერების ამაღლება შრომითი უფლებების შესახებ“ ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა რუსთავში მცხოვრებ 25 წლამდე ქალებისთვის. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მოწვეულ ლექტორთან ერთად განიხილეს საქართველოს შრომითი კანონმდებლობა, დისკრიმინაცია და სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე და შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმები. შეხვედრას ინტერაქციული ხასიათი ჰქონდა და მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული საკითხების განხილვაში. ტრენინგზე  მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების მეშვეობით მოხდა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითების ჩვენება შრომით უფლებების კუთხით, რასაც მოყვა შთაბეჭდილებების გაზიარება და დისკუსია. Პროექტმა ხელი შეუწყო დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებას და საკუთარი უფლებების დაცვის პრაქტიკული მექანიზმების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. 

ინიციატივა განხორციელდა სამოქალაქო განათლების ვორკშოპის კურსდამთავრებულის, მაგდა შუშტაკაშვილის მიერ “სამართლიანი არჩევნების” ტექნიკური და “შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის” ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ლიდერების ახალი თაობის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში. 

 

 

 

8. „ქალ მეწარმეთა გაძლიერება საჩხერის მუნიციპალიტეტში“

Პროექტის განმახორციელებლები: ნინო მაჭარაშვილი, თორნიკე ნადირაძე 

 ინიციატივის ფარგლებში საჩხერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მეწარმე და მეწარმეობით დაინტერესებულმა ქალებმა მიიღეს ინფორმაცია მწვანე და სოციალური მეწარმეობის, მეწარმეობის სამართლებრივი ფორმებისა და რეგისტრაციის პროცედურების, ადგილობრივი თუ საერთაშორისო დაფინანსების პროგრამების შესახებ. მონაწილეები გაეცნენ წარმატებულ ქალ მეწარმეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და მოისმინეს წარმატებული საქმიანობის მაგალითები; მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება პროექტის წერისა და ბიზნეს გეგმის შედგენის კუთხით.  

Მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ “საქართველოს ბანკის” წარმომადგენლისგან მიეღოთ დეტალური ინფორმაცია სტარტაპ პროგრამის შესახებ. USAID YES-Georgia-ს წარმომადგენელმა გააცნო ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა. მწვანე მეწარმეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენელმა, სოციალურ მეწარმეობაზე კი - სოციალურ საწარმოთა ალიანსის ხელმძღვანელმა. ინიციატივის ფარგლებში ასევე შეიქმნა თვითდახმარების ჯგუფის სამომავლო ურთიერთობების გაგრძელების მიზნით.  

ინიციატივის განხორციელების მეორე ეტაპზე პროექტის განმახორციელებლებმა მონაწილე მეწარმეებისგან შეიძინეს მათ მიერ წარმოებული პროდუქცია და საჩუქრად გადასცეს საჩხერეში არსებულ დღის ცენტრს.  

ინიციატივა განხორციელდა სამოქალაქო განათლების ვორკშოპის კურსდამთავრებულების, ნინო მაჭარაშვილის და თორნიკე ნადირაძის მიერ “სამართლიანი არჩევნების” ტექნიკური და “შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის” ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ლიდერების ახალი თაობის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში. 

 

 

9. „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელის ახალგაზრდები ერთად-ჯანსაღი გარემოსთვის”

პროექტის განმახორციელებელი - მარიამ გელაშვილი 

ინიციატივის „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელის ახალგაზრდები ერთად-ჯანსაღი გარემოსთვის” ფარგლებში ჩატარდა 2 დღიანი საინფორმაციო შეხვედრები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ.თელის მოსწავლეებთან. საინფორმაციო შეხვედრების მთავარი მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით თემაზე. მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია გარემოს დაბინძურების სახეებზე,ნარჩენებით დაბინძურების შედეგებსა  და მასთან ბრძოლის ისეთ მეთოდზე,როგორიცაა ნარჩენების დახარისხება. საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ მოეწყო გამწვანების აქცია და სკოლის ტერიტორიაზე დაირგო წიწვოვანი მცენარეები, განთავსდა ნაგვის ყუთები ნარჩენების დახარისხებისათვის. ახალგაზრდების მონაწილეობით ჩატარდა დასუფთავების აქცია, მოსწავლეების მიერ შეგროვებული პლასტმასის ბოთლები ჩაბარდა ქარხანაში ხელახალი გადამუშავებისათვის. ინიციატივამ ხელი შეუწყო ნარჩენების დახარისხების პოლიტიკის მნიშვნელობის უკეთ წარმოჩენას ახალგაზრდებს შორის.  

ინიციატივის განხორციელების შემდგომ სკოლაში არსებულმა ეკო კლუბმა,რომელიც მონაწილეობს ნიკო კეცხოველის შეჯიბრში,გამოთქვა მზაობა,რომ აქტიურად განახორციელებს ეკოლოგიური თემატიკის აქტივობებს,მათ შორის მაკულატურის ჩაბარებასა და რეალიზებას,რაც ნარჩენების დახარისხების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. 

 

ინიციატივა განხორციელდა სამოქალაქო განათლების ვორკშოპის კურსდამთავრებულის, მარიამ გელაშვილის მიერ “სამართლიანი არჩევნების” ტექნიკური და “შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის” ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ლიდერების ახალი თაობის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში.