ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ლიდერების ახალი თაობისთვის
26 – 27 თებერვალს Black Sea Trust for Regional Cooperation-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ლიდერების ახალი თაობის გაძლიერება საქართველოში” სამოქალაქო განათლების ვორკშოპების მონაწილეებისთვის ონლაინ ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგზე დეტალურად იყო განხილული თუ როგორ უნდა გაიწეროს პროექტი, მათ შორის, პროექტის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები, პრობლემის დასაბუთება, ბიუჯეტი, მონიტორინგი და შეფასება. აგრეთვე, მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ადვოკატირების გზების, ამ მხრივ არსებული გამოწვევების, ცენტრალური და ადგილობრივი დონის ორგანოებთან თანამშრომლობის გამოცდილების შესახებ.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თავიანთ მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებების მიხედვით მონაწილეები შეიმუშავებენ მცირე საგრანტო პროექტებს, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩევა. შერჩეულ საგრანტო პროექტებს Black Sea Trust for Regional Cooperation-ის ფინანსური და ISFED-ის ტექნიკური მხარდაჭერით მონაწილეები თავად განახორციელებენ.