2019-2020 წლების საარჩევნო რეფორმის შეფასება
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად საარჩევნო რეფორმის აუცილებლობა კვლავ დღის წესრიგში დადგა. ადგილობრივი დაინტერესებული მხარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით, 2019 წლის 13 ივნისს, საქართველოს პარლამენტში საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
ხანგრძლივი განხილვების და გარკვეულ საკითხებზე სამუშაო ჯგუფის მონაწილეთა უმრავლესობის შეთანხმების შემდეგაც, შემუშავებულ და წარმოდგენილ პროექტებში არ იყო ასახული შესაბამისი ცვლილებები. ასეთ საკითხებს განეკუთვნებოდა მაგალითად, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, საარჩევნო დავების განხილვა, სოციალური ქსელებით აგიტაცია, სხვ. შეხვედრის შემდეგ გაურკვეველი იყო, რა იქნებოდა გათვალისწინებული მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ პროექტში. ამ კუთხით, სამუშაო პროცესი არ იყო განჭვრეტადი.
მოცემული დოკუმენტი განიხილავს საარჩევნო რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ წარდგენილ რეკომენდაციებსა და კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს.