ანგარიშები

სოციალური მედიის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში

წინამდებარე ანგარიშში ასახულია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგები 23 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში.

ანგარიშში აღწერილია არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების, მუნიციპალიტეტების მერობის, აგრეთვე ქ. თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატებისდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ოფიციალური ფეისბუქგვერდების აქტივობა, ასევე პოლიტიკური და საარჩევნო მიზნით მოქმედ ანონიმურ და ღია ფეისბუქგვერდებზე დაკვირვების შედეგები და სხვა მნიშვნელოვანი ტენდენციები. ანგარიშში წაარმოდგენილია სოციალური მედიის სხვა პლტფორმებზე (ინსტაგრამი, ტიკტოკი, ტელეგრამი) ოფიციალურად, ასევე ანონიმურად მიმდინარე აქტივობები. „სამართლიანი არჩევნების“ მონიტორებმა საანგარიშო პერიოდში ფეისბუქის გვერდებზე გამოქვეყნებული 1 219 პოსტი დეტალურად შეისწავლეს.

დოკუმენტის ახალ ფანჯარაში გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლილკეთ აქ