ბლოგი

ფეისბუქზე გავრცელებული დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები 25 აპრილი - 9 მაისი

პროსახელისუფლებო აქტორების ჰომოფობიური კამპანია  

აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში სოციალურ ქსელებში ჰომოფობიური კამპანიის წარმოება შეინიშნებოდა. ცრუ მხარდაჭერის1 გვერდზე „ანტირუსული პლატფორმა - AntiRussian Platform“  გამოქვეყნდა პოსტი, რომელიც  თითქოს ლგბტქი თემის მხარდამჭერი იყო, სინამდვილეში კი გვერდი საწინააღმდეგო მიზანს ისახავდა, რაც, სავარაუდოდ, უმცირესობების მიმართ სიძულვილის გაღვივებასა და ამგვარი განწყობების მქონე მოქალაქეებში მმართველი პარტიის მიმართ მხარდაჭერის გაძლიერებაში მდგომარეობდა. პოსტში ეწერა, რომ მმართველი პარტია „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას აპირებს”, პოსტის ავტორები კი გაჩუმებას არ აპირებდნენ. აღნიშნული პოსტი დასპონსორებული იყო. პოსტი ირიბად ევროკავშირის საწინააღმდეგო გზავნილებსაც მოიცავდა და საზოგადოებაში, გავრცელებული დეზინფორმაციული ჰომოფობიური პროპაგანდის მსგავსად, საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრების კონტექსტში, სექსუალური უმცირესობების უფლებებზე აპელირებდა. 

ომოფობიურ კამპანიაში პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები ტელეკომპანია „იმედი“ და POSTV-ც” ჩაერთნენ. მედისაშუალებებმა აქცენტი გააკეთეს კვლევითი ორგანიზაციის, „გელაპის, შედეგებზე, რომელშიც აშშ-ში ქვიარ თემის წარმომადგენელთა რაოდენობის ზრდაზეა საუბარი. ამ ედიასაშუალებებმა დასპონსორებული პოსტებით ხაზი გაუსვეს, რომ 18-დან 25 წლამდე ამერიკელთა 20% თავქვიარ თემის წევრად აიდენტიფიცირებ. გარდა ამისა, მედიასაშუალებებმ ქვია თემის ზრდა სკოლებში ბავშვებთან გენდერულ იდენტობაზე საუბართან დააკავშირეს და ფლორიდის შტატში მოქმედ კანონზეც ისაუბრეს, რომელიც მასწავლებლების მხრიდან მსგავს თემაზე საუბარს კრძალავს. 

გელაპის“ კვლევის პარალელურად, აღნიშნულმა მედიასაშუალებებმა ჰომოფობიურ კონტექსტში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტში მემარცხენეები ქვიარ თემატიკის გამოფენას მასპინძლობდნენ. 

გელაპის კვლევის შედეგები და ინფორმაცია ევროპარლამენტში გამოფენის შესახებ სხვა ონლაინ მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს, რომელთა შორისაა „მედიაჰოლდინგი კვირა“, „Ongo”, “Pia.ge”, „საინფორმაციო პორტალი „მხარე”, „„საინფორმაციო სააგენტო „info 9”. 

აღნიშნულ თემას პროსახელისუფლებო აქტორები, ექსპერტები და „ხალხის ძალის“ წევრებიც გამოეხმაურნენ. ისინი ჰომოფობიურ კონტექსტში ევროპარლამენტის საწინააღმდეგო გზავნილებს ავრცელებდნენ, ასევე, საუბრობდნენ საქართველოში ბავშვებთან მსგავს თემებზე საუბრის პრევენციასთან მიმართებით სახელმწიფო პოლიტიკის სიმკაცრის აუცილებლობაზე. 

 

კელი დეგნანის დისკრედიტაცია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე მითითებით 

28 აპრილს ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საკითხზე შეხვედრას აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი, დაესწრო. მედიასაშუალებას მოხმობილი ჰქონდა დეგნანის კომენტარიც, რომელშიც ის შენობის მიმართ ამერიკულ ინტერესსა და საქართველოს განვითარებაში ამერიკელი ინვესტორების მხარდაჭერაზე საუბრობდა. აღნიშნულ ინფორმაციას პროსახელისუფლებო ექსპერტებისა და ანონიმურად მოქმედი გვერდების მხრიდან კელი დეგნანის მადისკრედიტირებელი გზავნილები მოჰყვა. კერძოდ, ანონიმური გვერდები დეგნანს აშარჟებდნენ, პროსახელისუფლებო აქტორები კი ბიზნესის საქმეში ჩარევაში სდებდნენ ბრალს. 

  

ამასთანავე, ანონიმურ გვერდებზე აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ პოსტებში მითითებული იყო, რომ დეგნანმა, შესაძლოა, 2024 წლის არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით იყაროს კენჭი, 9 მარტს კი გამოქვეყნდა ანიმაციური ვიდეო, „პოლიტიკური სერიალი“, რომელშიც, დეგნანის პერსონაჟი საქართველოში ვაზის გაჩეხვას ითხოვდა. 

 

 

ლევან ბერძენიშვილის საწინააღმდეგო გზავნილები 

ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედ ანონიმურ გვერდებზე გააქტიურდა ლევან ბერძენიშვილის საწინააღმდეგო გზავნილები. გვერდები აპელირებდნენ რელიგიურ და ისტორიულ საკითხებზე ბერძენიშვილის მოსაზრებებითა და განცხადებებით. ბერძენიშვილის მადისკრედიტირებელი კამპანია წარსულში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მან ერეკლე მეორეს მოღალატედ გამოცხადებაზე ისაუბრა. ბოლო პერიოდში კი სოციალურ მედიაში ვრცელდებოდა კადრები ბერძენიშვილის ლექციიდან, რომელზეც ის ათეისტური შინაარსის აზრს გამოთქვამდა. მოგვიანებით ანონიმურმა გვერდებმა გაავრცელეს რეპერ „მასტერის“ სიმღერა, რომელიც ლევან ბერძენიშვილს სავარაუდოდ, აღნიშნული საკითხების გამო უპირისპირდებოდა. Რეპერის სიმღერა ფეისბუქგვერდზე გამოაქვეაყნა და დაასპონსორა ტელეკომპანია „იმედმაც”. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც „რადიო თბილისმა“ განაცხადა, რომ რეპერის სიმღერებს ეთერში აღარ გაუშვებს, ანტიოპოზიციურმა გვერდებმა და პროსახელისუფლებო აქტორებმა „მასტერს“ სოლიდარობა გამოუცხადეს. 

     

 

 

 

 

 

 

 

მმართველ ძალასთან კავშირზე ხაზგასმით Რეპერ მასტერის’’ დისკრედიტაცია 

Ხელისუფლების წინააღმდეგ ანონიმურად მოქმედ გვერდებზე გავრცელებული რეპერ „მასტერის” საწინააღმდეგო გზავნილები შემსრულებლის მიერ 5 მაისს ლევან ბერძენიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ დისკრედიტაციულ სიმღერას უკავშირდებოდა. Პოსტების სახით ვრცელდებოდა ფოტომანიპულაციები, სადაც მომღერალი ხელისუფლებისა და მასთან აფილირებული პირების მოსაზრებების გამხმოვანებლად იყო წარმოჩენილი. 

 

 

ზურაბ ჯაფარიძის დადანაშაულება ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და რევოლუციის მოწყობის მცდელობაში 

ფეისბუქზე ვრცელდებოდა 7 მაისს „იმედის კვირის“ ეთერში გასული საგამოძიებო სიუჟეტის შესახებ ინფორმაცია, რომელშიც ოპოზიციური პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს „ანტისახელმწიფოებრივი ტრენინგების“ ჩატარებაში ადანაშაულებდნენ. კერძოდ, სიუჟეტში მითითებული იყო, რომ ტრენინგების მონაწილე ახალგაზრდებს რევოლუციით ხელისუფლების ცვლილებაზე ესაუბრებიან და იარაღის მოხმარებას ასწავლიან. ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და „POSTV-მ" გამოაქვეყნეს ტრენინგის მენტორების სახელებიც. პროსახელისუფლებო აქტორები, მათ შორის, ექსპერტები, საქმეზე გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე მიუთითებდნენ. ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ ტრენინგების მთავარი დამფინანსებელია „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI). ჯაფარიძის მადისკრედიტირებელი პოსტები ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ ანონიმურ გვერდებზეც გავრცელდა. 

 

დავით არახამიას დადანაშაულება ომის ფონზე ფინანსური ინტერესებით მოქმედებასა და თბილისში „ქოლცენტრთან” კავშირში 

ანონიმურად მოქმედ გვერდებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში მოქმედი ერთ-ერთი ქოლცენტრი ოპოზიციური პარტიის „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძესა და უკრაინის რადას წევრს, დავით არახამიას ეკუთვნით. საქმესთან კავშირში არახამია პროსახელისუფლებო ექსპერტებმაც დაადანაშაულეს.  

მოგვიანებით, 8 მაისს, დროის მცირე მონაკვეთში, ანონიმურად მოქმედ გვერდებზე (მეხუთე კოლონა / 5kolona (14:18), პოლიტიკური სატირა / Political Satire (14:30), „ტერენტი გლდანელი” (გვერდი და ანგარიში) (14:30) არახამიას საწინააღმდეგო ერთი და იგივე პოსტი გამოქვეყნდა. პოსტში არახამიას უკრაინის ომის ფონზე გამდიდრების სურვილში ადანაშაულებდნენ და თბილისში „ქოლცენტრების“ საქმეს მის ძმასთან აკავშირებდნენ.  აღსანიშნავია, რომ აპრილში ბრიტანულმა გამოცემა BBC-მ გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომელში დადგენილია, რომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი, იმ ბიზნესმენებს შორისაა, ვინც თბილისში, ქოლ-ცენტრების თაღლითურ სქემას მართავს. 

  

 

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გამართული აქციის დისკრედიტაცია 

30 აპრილს რესპუბლიკის მოედანზე ანტიდასავლური გზავნილებით გამორჩეული პროსახელისუფლებო მოძრაობა აი უცნობის” ორგანიზებით გამართული აქციის შემდგეგ ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ ანონიმურ გვერდებზე აქტიურად გავრცელდა ადგილზე შეკრებილი ადამიანებისა და ორგანიზატორების საწინააღმდეგო გზავნილები. ფოტომანიპულაციებით აშარჟებდნენ  როგორც უშუალოდ აქციის სახელწოდებას - მოვდივარ”, ასევე, მისი ორგანიზატორის, გია გაჩეჩილაძის ძვირადღირებულ სამოსსა და შეკრებილი მონაწილეების ხელისუფლებასთან კავშირს.  

 

 

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევის დისკრედიტაცია და არასანდოდ წარმოჩენა 

25 აპრილს „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შემდეგ, „POSTV-ის” ფეისბუქგვერდებზე აქტიურად ვრცელდებოდა კვლევის შედეგების მადისკრედიტირებელი გზავნილები. კერძოდ, „POSTV-ანალიტიკის” გვერდზე ქვეყნდებოდა ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა განცხადებები, რომლებიც აღნიშნულს სასაცილოს უწოდებდნენ და 29 აპრილს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით მათი მხარდამჭერების სიმრავლეზე მიუთითებდნენ. ტელევიზიამ კვლევასთან დაკავშირებით მოამზადა სიუჟეტები/გადაცემები, სადაც კვლევის არასანდოობასა და აბსურდულობაზე საუბრობდნენ. პროსახელისუფლებო ექსპერტები კვლევას ტენდენციურს უწოდებდნენ და აცხადებდნენ, რომ ის რეალურ სურათს არ ასახავს. ამასთანავე, „საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს” „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის” სასარგებლოდ მიკერძოებაში სდებდნენ ბრალს.  

 

 

ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ 

სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები. 

მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge 

 

სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს დონორის პოზიციას.   

 

 

1. ცრუ (ყალბი) მხარდამჭერი ანგარიშები სოციალურ მედიაში შენიღბულად მოქმედი გვერდებია, რომლებიც მიზნად ისახავს მომხმარებლების დაბნევას, შეცდომაში შეყვანასა და დეზორიენტაციას. ამგვარი გვერდები  სწორედ იმ პარტიის, კანდიდატის ან იდეის მხარდამჭერებად ასაღებენ თავს,  რომლის რეპუტაციის დაზიანება სურთ.