ბლოგი

პროპაგანდა პოლიციის სამსახურში

2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე არ აპირებს ევროკავშირთან მოლაპარაკების საკითხის დაყენებას, რასაც თბილისსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში მოქალაქეთა მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციებთან დაკავშირებით 450-ზე მეტი პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობაც პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. აქციის მონაწილეებთან ერთად, სამართალდამცავებმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ჟურნალისტებსაც. მძიმე დაზიანებების გამო დაკავებულთა ნაწილის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ადამიანის უფლებათა დარღვევის არაერთი შემთხვევის მიუხედავად, ამ დრომდე საპოლიციო ძალების არცერთი წარმომადგენელი არ არის მიცემული პასუხისგებაში

 

პროევროპული აქციების ძალადობრივი დაშლის პროცესში წამებისა და ძალადობის მსხვერპლთა ისტორიების გავრცელების პარალელურად, სოციალურ ქსელებში  სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური იმიჯის ფორმირებისა და პროტესტის მადისკრედიტირებელი ანონიმური კამპანია გააქტიურდა. სხვადასხვა პლატფორმაზე წარმოებულ კამპანიაში ჩართულ ანგარიშებსა და არხებზე გავრცელებული პოსტები, ძირითადად, პოლიციის პოზიტიური იმიჯის შექმნას ისახავდა მიზნად, პარალელურად კი აქციის მონაწილეების, აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციას ახდენდა. 

 

სამართალდამცავების მხარდამჭერი კამპანია სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმაზეა (Facebook, Instagram, TikTok, Telegram) აქტიური. კამპანიაში ჩართული არის 6 ფეისბუქგვერდი (ყველაფერი პოლიციის შესახებ / Everything About, The Police,  პოლიციელი გმირია, ვამაყობ ქართული პოლიციით, Georgian Military News, Police Unofficial, special forces/სპეცრაზმი), 1 ფეისბუქჯგუფი (პოლიციის შესახებ), 2 ინსტაგრამანგარიში (geopolice2024, everythingaboutthepolice), 1 ტელეგრამარხი (POLICEPressGeorgia) და 10 ტიკტოკარხი (geopolice, qartulipolicia, policegeorgia, mobiliza1, state_structures01, georgian_sf, kartveli53, mi4ino, specialforces2015, _geopolice_) 

 

ფეისბუქგვერდი „ყველაფერი პოლიციის შესახებ / Everything About The Police“ მართავს ფეისბუქჯგუფს „პოლიციის შესახებ“ და დაკავშირებულია ამავე სახელწოდების ინსტაგრამის ანგარიშთან „everything about the police“. აღსანიშნავია, რომ მეტას წესებისთვის თავის არიდების მიზნით, გვერდზე გამოქვეყნებული პოსტებით ფეისბუქის მომხმარებლებს ტელეგრამის არხის  POLICEPressGeorgia გამოწერისკენ მოუწოდებდნენ. აღნიშნულ ტელეგრამარხზე დეზინფრომაცია, ასევე, მეტად არაეთიკური და შეურაცხმყოფელი გზავნილები ვრცელდებოდა. მათ შორის, ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას ულოცავდნენ იტალიის პრემიერმინისტრი და შარლ მიშელი.

 

 

აღსანიშნავია, რომ კამპანიაში ჩართული გვერდები პერიოდულად აქვეყნებდნენ იდენტურ პოსტებს, ასევე, პოსტებს ერთმანეთისგანაც აზიარებდნენ. მაგალითად, პირველ დეკემბერს ორმა ფეისბუქგვერდმა „ყველაფერი პოლიციის შესახებ / Everything About The Police“ და Georgian Military News იდენტური პოსტები გაავრცელეს, რომშიც აქციის მონაწილეები პოლიციისათვის .წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში დაადანაშაულეს და პოსტზე საქართველოში შშ-ის საელჩოს ოფიციალური ეისბუქგვერდი მონიშნეს. ვიდეოების ადაზიარების (ეპოსტის) ტენდენცია შეინიშნებოდა იკტოკზეც.

 

სამართალდამცავებთან დაკავშირებული ვიდეოები ვირუსულად ვრცელდებოდა ტიკტოკზე და მაღალი ინტერაქციით გამოირჩეოდა. საპოლიციო უწყებებთან დაკავშირებული ჰეშთეგებით გამოქვეყნებულ ვიდეოებს ჯამში 434 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, მათ შორის ყველაზე პოპულარულ ჰეშთეგს - #შსს 273 მლნ, ბოლო პერიოდში ყველაზე მზარდს - #ხარება კი - 16.8 მლნ. 

პოლიციისთვის დადებითი იმიჯის შექმნის მიზნით გვერდები პოზიტიური შინაარსის პოსტებს აქვეყნებდნენ. ერთ-ერთი გავრცელებული ნარატივის მიხედვით, პოლიციელები, მაშინაც კი, როცა თავად იყვნენ ძალადობის სამიზნე, სხვა მოქალაქეების დაცვაზე ზრუნავდნენ. ფეისბუქზე გავრცელდა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელისა და პატრულის თანამშრომლების წარსულში გადაღებული ფოტო და ვიდეო, რომლებშიც ჩანს, როგორ წერს პოლიციის თანამშრომელი თოვლში აბრევიატურას „შსს“. ამავე მიზნით გვერდები აქვეყნებდნენ ტიკტოკზე ვირუსულად გავრცელებულ რომანტიკული შინაარსის ვიდეოს, რომელშიც აქციის მონაწილე გოგო და პოლიციის თანამშრომლები ჩანან, წარწერით „თანამედროვე რომეო და ჯულიეტა. ტიკტოკზე ვირუსულად გავრცელდა ვიდეოც, რომელშიც, აღწერის მიხედვით, პოლიციელი აქციის მონაწილესთან ერთად მღერის.

სამართალდამცავების პატრიოტული იმიჯის ფორმირებისთვის, აქტიურად ხდებოდა  აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების დადანაშაულება ეროვნული სიმბოლიკის შეურაცხყოფაში. ტიკტოკის არხებსა და ფეისბუქის გვერდებზე ვრცელდებოდა ვიდეოები, რომლებშიც პოლიციელები მათ დროშის პატივისცემისკენ მოუწოდებდნენ. კამპანიაში ჩართული გვერდები ძალოვანი უწყებებისადმი ფეისბუქმომხმარებლების კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით რელიგიურ თემატიკის პოსტებსაც ავრცელებდნენ.

ფეისბუქსა და ტიკტოკზე გამოქვეყნებული პოსტების ნაწილი მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევასთან კავშირის გამო დასავლური ქვეყნების მიერ სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის (ხარება”) დადებითი იმიჯის ფორმირება იყო.

ზვიად ხარაზიშვილის მხარდამჭერი კამპანია განსაკუთრებით აქტიური ტიკტოკზე იყო. პლატფორმაზე ვრცელდებოდა ვიდეომონტაჟები, ე. წ. „ედითები“, რომლებშიც ხარაზიშვილი გმირად იყო მოხსენიებული და მის „პროფესიონალიზმზე“ კეთდებოდა აქცენტი.

საპროტესტო აქციების მიმდინარეობის პარალელურად, სოციალური მედიის გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტებით პროევროპული აქციის მონაწილეებზე ძალადობას „ერთეულ გადაცდომად“ წარმოაჩენდნენ და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამართლებას ანტიდასავლური გზავნილებით ცდილობდნენ. პოსტებში, ძირითადად, ამტკიცებდნენ, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებში პოლიცია დემონსტრაციების მონაწილეთა მიმართ უფრო ბრუტალურია, ვიდრე ქართული.

შესწავლილ ანგარიშებზე, აქციის დისკრედიტაციის მიზნით, ყველაზე ხშირად გავრცელებული გზავნილით დემონსტრანტებს ბრალს პოლიციელებზე ძალადობაში სდებდნენ და მიუთითებდნენ, რომ პროტესტი მშვიდობიანი არ არის. ამის სადემონსტრაციოდ ფეისბუქგვერდებსა და ტიკტოკის არხებზე გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან აქციის მონაწილეები პიროტექნიკას. გვერდი Georgian Military News დემონსტრანტებს დაქირავებულ რადიკალურ დაჯგუფებად მოიხსენიებდა და ამტკიცებდა, რომ მომიტინგეები კონფლიქტის ესკალაციას მიზნით თავს ესხმოდნენ პოლიციელებს. 

სამართალდამცავი უწყებების მხარდამჭერ გვერდებზე აქტიურად ვრცელდებოდა შეთქმულების თეორიები, რომთა მიხედვითაც  პროტესტი უცხოური ძალების მიერ არის ორგანიზებული და დაფინანსებული. ფეისბუქგვერდი Georgian Military News პროტესტის საბოლოო მიზნად სამოქალაქო ომის გაჩაღებას წარმოაჩენდა. გვერდი პოსტებს თან ურთავდა 1991 და 1993 წლების სამოქალაქო ომის ამსახველ ფოტოებს.

ფეისბუქგვერდზე ყველაფერი პოლიციის შესახებ / Everything About The Police აქციის მონაწილეების მიმართ მუქარის შემცველი და დამცინავი სტები გამოქვეყნდა. ყველაზე ხშირად დემონსტრანტებს იდენტიფიცირებით და დაკავებით ემუქრებოდნენ. აგრეთვე, ვრცელდებოდა პოსტები, რომლებშიც აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხვასპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების, გამოყენებას აანონსებდნე.

 

სამართალდამცავი უწყებების პოპულარიზაციისა და აქციების დისკრედიტაციის პარალელურად, ფეისბუქის გვერდები და ინსტაგრამის ანგარიშებიქართული ოცნების“  მხარდამჭერ და ოპოზიციი მადისკრედიტირებელ პოსტებს აქვეყნებდნენაგრეთვე,  მიხეილ ყაველაშვილსსაქართველოს არჩეულ პრეზიდენტადმოიხსენიებდნენ და მის მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავდნენ.

შესწავლილ ფეისბუქგვერდებზე სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო პოსტებიც გამოქვეყნდა. გავრცელებულ გზავნილებში აღნიშნავდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიციელების პრეზიდენტი არ არის, რადგან მან წარსულში პოლიციელის მკვლელი შეიწყალა.  

ამ გვერდებზე აქტიურად ვრცელდებოდა „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენელი ჟურნალისტების საწინააღმდეგო გზავნილებიც. ჟურნალისტებს პროვოკაციების მოწყობასა და პოლიციელებისთვის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლაში ადანაშაულებდნენ. პოსტების ნაწილი პარლამენტთან მიმდინარე პროევროპული დემონსტრაციის გაშუქებისას დაშავებული „TV პირველის“ ჟურნალისტის, მარიამ გაფრინდაშვილის, მადისკრედიტირებელი იყო. გვერდზე „ყველაფერი პოლიციის შესახებ / Everything About The Police“ გავრცელდა პოსტი, რომელშიც გაფრინდაშვილის დაზიანებაში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს ადანაშაულებენ.

 

*** 

ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელია საინფორმაციო მანიპულაციები, რომლებიც კონკრეტული უწყებების, ამ შემთხვევაში საპოლიციო ძალების, მიერ მიყენებული ზიანის უარყოფას ან მინიმიზაციას ემსახურება. მსგავსი ხერხებით პროპაგანდისტები ცდილობენ მხოლოდ დადებით ასპექტების ხაზგასმას, პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანასა და სისტემური დანაშაულის დაფარვას. მსგავსი კამპანიები ხელს უშლის მნიშვნელოვანი ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების ჩამოყალიბებას, ასუსტებს მათ მიმართ ნდობას და ქმნის დაუსჯელობის განცდას, რამაც შესაძლოა, განმეორებითი დანაშაულის წახალისება გამოიწვიოს.