ბლოგი

რუსული დეზინფორმაციული კამპანია სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ

საქართველო რუსული საინფორმაციო ოპერაციების განგრძობითი სამიზნეა. „სამართლიანი არჩევნები“ წლების განმავლობაში აკვირდება საქართველოში მოქმედ რუსულ ქსელებს, თუმცა შიდა ოპერაციებთან ერთად, რუსეთი აქტიურად არის ჩართული საქართველოსთან დაკავშირებული პროპაგანდისტული გზავნილების საერთაშორისო დონეზე გავრცელებით. ბოლო პერიოდში, მსგავსი კამპანიები „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას ისახავს მიზნად1 და პროპაგანდისტულ გამოცემებთან ერთად სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმაზე გვხვდება. 2025 წლის დასაწყისში რუსული საინფორმაციო ოპერაციის სამიზნე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, გახდა. 

2025 წლის 7 იანვარს არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაკკეინის ინსტიტუტმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, კისინჯერის სტიპენდიატად დაასახელა. ინსტიტუტის განცხადებით, „ამ სტიპენდიის ფარგლებში, პრეზიდენტი ზურაბიშვილი გამოიყენებს თავის უზარმაზარ დიპლომატიურ, ლიდერულ და პოლიტიკის შემუშავების გამოცდილებას ახალი არჩევნებისა და დემოკრატიული გზის გასატარებლად თავის ქვეყანაში... მაკკეინისა და კისინჯერის მსგავსად, ის განასახიერებს სახელმწიფოს მტკიცე მართვასა და თავისი ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების დაცვას. სენატორი მაკკეინი სოლიდარობას უცხადებდა ქართველებს 2008 წელს რუსეთის ინტერვენციის დროს. როგორც კისინჯერის სტიპენდიატი, ზურაბიშვილი გააგრძელებს პრინციპული, სტრატეგიული ლიდერობის ტრადიციას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, დემოკრატიული ბრძოლის ველზე“.  

9 იანვარს გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა პროგრამასთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, "ეს არ არის სტიპენდია, ეს არის ჯილდო. მეორე მხრივ, ეს არის დაფინანსება პროექტის, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ქართულ თემატიკაზე დაიწეროს პროექტი, რაზეც ჩვენ დავიწყებთ მუშაობას".  

მაკკეინის ინსტიტუტის განცხადება აქტიურად გაშუქდა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასა და სოციალურ ქსელებში. პროპაგანდისტული მედია ცდილობდა წარმოეჩინა, რომ სალომე ზურაბიშვილი ამერიკის მიერ არის მართული და სტიპენდიით სწორედ ამიტომ დააჯილდოვეს. აღნიშნულ პროპაგანდისტულ ნარატივთან ერთად, აქტიურად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველო დატოვა და „აშშ-ში დასაქმდა“. ყველა სტატია და პოსტი 8 იანვარს გამოქვეყნდა, სანამ სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავდა.   

11 ტელეგრამარხში იდენტური ტექსტი გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი რეალობას ვერ აცნობიერებს და დასავლეთმა ვერ შეძლო საქართველოს შერყევა. ტელეგრამარხებში გავრცელებულ ამ გზავნილს 325 000 ნახვა ჰქონდა.


თარგმანი:

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მაკკეინის ინსტიტუტში დასაქმდა. 

დაწესებულების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია, რომ ის 2025 წლის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელდა. ამ სტიპენდიის ფარგლებში,  ის „გამოიყენებს თავის უზარმაზარ დიპლომატიურ, ლიდერულ და პოლიტიკის შემუშავების გამოცდილებას ახალი არჩევნებისა და დემოკრატიული გზის გასატარებლად თავის ქვეყანაში“. 

არსებობს ინფორმაცია, რომ მან უკვე დატოვა საქართველო ამ რეალობის გაცნობის გარეშე. 

ჯერ კიდევ 29 ნოემბერს, პროტესტის დასაწყისში, ჩვენ ვივარაუდეთ რომ ზუსტად ასე მოხდებოდა: დასავლეთი საქართველოს ვერ შეარყევდა და ავხსენით თუ რატომ. ამიტომაც ჩვენ პროტესტის დინამიკის ყოველდღიური განვითარების შესახებ შეტყობინებებით აღარ გადავტვირთეთ არხი. ყველაფერი ისედაც ნათელი იყო...  

და თითქოს კრიტიკა ჩაწყნარდა, შეამჩნიეთ? გლობალისტებმა სცადეს შეერყიათ საქართველო, მაგრამ ვერ მოახერხეს და ჩუმად უკან იხევენ. 

მსოფლიო სულ უფრო მეტად ორიენტირდება „ეფექტური კონტროლის“ წესზე, როგორც სირიაში, ისე საქართველოში. ვინც აკონტროლებს, საბოლოოდ მათთან ლაპარაკობენ. 


სალომე ზურაბიშვილს მხარდამჭერების მიტოვებაში ადანაშაულებდა პროპაგანდისტული გამოცემა Комсомольская Правда და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ ყალბ ინფორმაციას ემანუელ მაკრონის პოლიტიკის მარცხად წარმოაჩენდა. ტატიის მიხედვით, ქართულმა ოცნებამ არ მისცა საფრანგეთის პრეზიდენტს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება და სარკასტული განცხადებებით დაამცირა ის. რუსული პროპაგანდისტული გამოცემა წერდა, რომ ურაბიშვილის გაქცევა ქვეყნიდან მხოლოდ იმ პოსტულატს უსვამს ხაზს, რომ დასავლეთის მიერ შექმნილი მარიონეტები უძლურნი არიან, როდესაც დასავლეთი მათ მხარდაჭერას ვერ ახერხებს. აღნიშნული სტატია უცვლელი სახით გამოქვეყნდა ევრაზიის ინსტიტუტთან დაკავშირებულის გაზეთის "საქართველო და მსოფლიო" რუსულენოვან გვერდზე.


თარგმანი:

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დატოვა საქართველო და გაემგზავრა აშშ-ში, სადაც მას "მაკკეინის ინსტიტუტის" სტიპენდიატად ადგილი მოუმზადეს. რა მოუვიდა მის დაპირებებს რომ "ბოლომდე" იქნებოდა პროტესტის მონაწილეებთან ერთად? არაფერი. მას ყოველთვის შეუძლია თქვას, რომ ეს არის სწორედ ის დაპირებული დასასრული, აი ის დადგა კიდეც. ამიტომ მომიტინგეებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ სადღესასწაულო სუფრა გაშალეს პირდაპირ რუსთაველის გამზირზე, შეუძლიათ განაგრძონ თავიანთი მწვადების ჭამა, იმღერონ სიმღერები და იცეკვონ ქართული ცეკვები. მათ უკვე აღარაფრის შეცვლა აღარ შეუძლიათ. 


სალომე ზურაბიშვილის მადისკრედიტირებელ კამპანიაში ჩართული იყო რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და სენატორი ვლადიმერ ჯაბაროვიც. მან საკუთარი ტელეგრამის პოსტში სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეადარა და დაწერა, რომ არცერთი პრეზიდენტი ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურებოდა. ჯაბაროვის  სტატუსით, რომელიც რუსულ მედიაშიც გავრცელდა, სალომე ზურაბიშვილმასაქართველოსადმი რეალური დამოკიდებულება გამოამჟღავნა ქვეყნიდან წასვლით, იმისათვის რომ აშშ-შ, მაკკეინის ინსტიტუტში ემუშავა.“ სალომე ზურაბიშვილის ქვეყნის დატოვებაზე დეზინფორმაცია გაავრცელა რუსმა ბლოგერმა და სამხედრო მოხალისემ კურსკის ოლქში რომან ალეხინმა.


თარგმანი:

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დაასრულა თავისი მისია და დაბრუნდა ამერიკულ მაკკეინის ინსტიტუტში, საიდანაც იგი საქართველოში გაგზავნეს ეროვნული სახელმწიფოს სრული განადგურებისა და რუსეთთან კონფლიქტის გაძლიერებისათვის, რაც მათი ტერმინოლოგიით დემოკრატიისა და თავისუფლების გავრცელებას ნიშნავს.  

მაკკეინის ინსტიტუტი, ფაქტობრივად არ განსხვავდება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისგან, რომელიც რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად არის ცნობილი. ისინი ამერიკული არაკომერციული ორგანიზაციებია, რომლებიც მთელს მსოფლიოში ამერიკის გავლენის გავრცელების სტრატეგიის ფარგლებში არის შექმნილი. როდესაც სახელმწიფოები და ერები მათ წინააღმდეგობას უწევენ, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები რბილი ძალის ინსტრუმენტებიდან გარდაიქმნებიან ნებისმიერი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის კოორდინატორებად და ინსტრუმენტებად.  

ზურაბიშვილის საქმე შეიძლება გახდეს წიგნის ერთ-ერთი თავი საქართველოს წინააღმდეგ აშშ-ის ჰიბრიდული ომის შესახებ, თუმცა მთავარი სამიზნე, რა თქმა უნდა, რუსეთი იყო. საქართველო კი, ისევე როგორც უკრაინა და სხვა ქვეყნები, ამ ომში უბრალოდ გამოიყენება აშშ-ის მიერ. 


საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ქვეყნიდან წასვლის შესახებ დეზინფორმაცია გავრცელდა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ გამოცემებსა და ტელეგრამარხებზე. უკრაინელმა პოლიტოლოგმა, პროპაგანდისტმა და ბლოგერმა ალექსანდრ სემჩენკო საკუთარ ტელეგრამარხზე დაწერა რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნიდან გაიქცა, რადგან ხელისუფლება მას სამართლებრივი დევნის დაწყებით ემუქრებოდა. ზურაბიშვილის მადისკრედიტირებელ კამპანიაში ჩართული იყო რადას ყოფილი დეპუტატი ოლეგ ცარევიც, რომელიც 2014 წლიდან რუსეთს უჭერს მხარს. X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს რომსაქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საქართველო დატოვა მაკკეინის ამერიკულ ინსტიტუტში სამუშაოდ. აი, ასეთი უსახელო დასასრული ჰქონდა ქართულ უსახელო მაიდანს.“

 


თარგმანი:

ამერიკელები თავიანთ აგენტებს ასაქმებენ   

საქართველოდან გაქცეული ყოფილი პრეზიდენტი, საფრანგეთის მოქალაქე, სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატი გახდა. ინსტიტუტი აშშ-ის სამთავრობო უწყებების მიერ ამერიკული იმპერიალიზმის პროპაგანდის მიზნით შეიქმნა.   

მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ზურაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს დაიწყებდნენ, რომელიც ბოლო წლებში ვაშინგტონის ბრძანებებს ასრულებდა, საქართველო ამერიკის კოლონიად გადასაქცევად. მაგრამ ქალბატონი დროულად გაიქცა. იქნებ ის დაბრუნდეს სააკაშვილის გვერდით დასაჯდომად.


ალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის დატოვებაზე წერდნენ სომხეთში მოქმედი რუსულენოვანი ტელეგრამარხებიც, რომლებიც გავლენის ოპერაციებში ჩართულ აქტორებთან არიან დაკავშირებული. თი მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილმა ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა და სამსახური აშშ-ში იპოვა. ამ შემთხვევაშიც, სამივე არხში გავრცელებული ტექსტი იდენტური იყო.

 

სალომე ზურაბიშვილი მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელეს ბელარუსის პროპაგანდისტულმა ტელეარხმა СТВ და აზერბაიჯანულმა პროსახელისუფლებო  სააგენტომ tns.

 

 

საქარველოს მეხუთე პრეზიდენტის შესახებ დეზინფორმაცია გავრც კრემლის პროპაგანდისტულმა გამოცემა pravda-მ ესპანეთში, პროტუგალიაში, ჩეხეთსა და საფრანგეთში მოქმედ ვებგვერდებზე. ჟურნალისტ ალექსეი ვენედიქტოვზე დაყრდნობით გავრცელებული სტატიები ყველა ენაზე იდენტური იყო და მასში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტიუცხოეთის მთავარ აგენტადიყო მოხსენიებული.

 


თარგმანი:

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყანა დატოვა და აშშ-ში, მაკკეინის ინსტიტუტში დაიკავა თანამდებობა  

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მიჩნეულმა, როგორც „უცხოეთის მთავარმა აგენტმა“,  ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაკკეინის ინსტიტუტში დაიკავა თანამდებობა. მის დასავლეთთან პირდაპირ კავშირებზე ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტად აღრმავებს ეჭვებს.  

მაკკეინის ინსტიტუტის ვებგვერდმა სიამაყით გამოაქვეყნა, რომ ზურაბიშვილი 2025 წელს კისინჯერის სტიპენდიატი იქნება, სადაც ის თავის ე.წ. „დიპლომატიურ გამოცდილებას გამოიყენებს, რათა საქართველოში უცხოელების მიერ ორგანიზებულ არჩევნებს უხელმძღვანელოს და „დასავლური სტილის დემოკრატიის“ დამკვიდრებას შეუწყოს ხელი.  

რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ალექსეი ბენედიკტოვის თანახმად, ზურაბიშვილმა საქართველო უკვე დატოვა და საზღვარგარეთ გაიქცა.  

ეს ქართული მაიდნის სამარცხვინო დასასრულია. 


Pravda-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია უცვლელი სახით გაავრცელა გამოცემამ DD Geopolitics, X-სა და ტელეგრამზე. გავლენის ოპერაციებში ჩართული გამოცემა პრორუსული, ანტიუკრაინული, ანტიდასავლური დეზინფომაციული ნარატივების გამავრცელებელია. ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, ისინი წარმოდგენილი არიან  სხვადასხვა პროპაგანდისტულ პლატფორმაზე, მათ შორის, Russia Today-სა და  Sputnik-ზე.

 

 

DD Geopolitics-ის ტელეგრამარხზე პოსტი 8 იანვარს, 13:39 საათზე, გამოქვეყნდა. იმავე დროს იდენტური გზავნილი გავრელდა გავლენის ოპერაციებში ჩართულ ტელეგრამარხებზე, რომლებიც ფინეთში, სერბეთსა და ბრაზილიაში მოქმედებენ. მოგვიანებით პოსტები გავრცელდა იტალიურ, ჩეხურ და ფრანგულ ენებზე მოქმედ ტელეგრამარხებზე.

 

 

1 https://isfed.ge/geo/sotsialuri-mediis-monitoringi/airchie-mshvidoba-rusettan-rusuli-sainformatsio-operatsiis-morigi-kampania

https://isfed.ge/geo/sotsialuri-mediis-monitoringi/ivanishvilis-bodishis-initsiativa-rusuli-propagandis-akhali-iaraghi-kremlisturi-angarishebis-gaaqtiureba-platforma-X-ze