ბლოგი

„რუსული კანონის“ მხარდასაჭერი კოორდინირებული კამპანია

2024 წლის 3 აპრილს გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ე.წ. უცხოური აგენტების კანონის ინიციირებას კვლავ გეგმავს. კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი ადგენს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.  

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველად გასულ წელს, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების ჯგუფის, „ხალხის ძალის“, მიერ დარეგისტრირდა. კანონპროექტს პირველ მოსმენაზე 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რასაც საზოგადოების მასობრივი პროტესტი მოჰყვა, საპარლამენტო უმრავლესობას კი მისი უკან გაწვევა მოუწია. ამასთანავე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ კანონპროექტს უკან აღარ დააბრუნებდნენ. ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.  

მამუკა მდინარაძის განცხადების შემდეგ მთავრობის, „ქართული ოცნების”, პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებისა და ანონიმურად მოქმედი გვერდების მხრიდან სოციალურ მედიაში კანონპროექტის შესახებ დარეკლამებული კამპანია დაიწყო. რეკლამები განთავსდა გვერდებზე: „საქართველოს მთავრობა", „ქართული ოცნება / Georgian Dream”, „ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze“, „შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili“, „TV Imedi“, „POSTV - ანალიტიკა“, „POSTV - ახალი ამბები“, „ Newshub.ge - ნიუსჰაბი“, „სინამდვილეში“, „ქართული ოცნება ჩემი არჩევანია“, „Bidzina Ivanishvili for Georgia“, „პოლიტიკური სატირა / Political Satire“, „პოლიტიკური აბსურდი“, „აგენტურა“, „ციტატა“, „PrimeNews.Ge”.  

ფეისბუქის გვერდებსა და ინსტაგრამის ანგარიშებზე კანონპროექტთან დაკავშირებული 120-მდე რეკლამა გამოქვეყნდა. მათ შორის, საინფორმაციო ბარათები („ქარდები”), რომლებშიც მანიპულაციურადაა ახსნილია, თუ რას გულისხმობს კანონპროექტი და მითითებულია, თუ ვისზე გავრცელდება ის. გავრცელებული გზავნილებით აპელირება ხდება ფინანსური გამჭვირვალობის აუცილებლობაზე და მიჩქმალულია ზოგადი კონტექსტი.  

პროსახელისუფლებო გვერდებზე დარეკლამებული პოსტების უმრავლესობა „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებია. მხოლოდ ერთ გვერდზე - „POSTV - ახალი ამბები“ მამუკა მდინარაძის, შალვა პაპუაშვილის, ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებებიდან 40-ზე მეტი ციტატაა დარეკლამებული. განცხადებებში „ქართული ოცნების“ წევრები სამოქალაქო და დონორ ორგანიზაციებს ფინანსების გასაჯაროებაზე უარის თქმაში ადანაშაულებენ.

3-4 აპრილს პროსახელისუფლებო აქტორებისა და ანონიმური გვერდების მიერ დარეკლამებული პოსტების ნაწილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, დონორი ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის მადისკრედიტირებელ გზავნილებ მოიცავს. პოსტების ნაწილი, ამავდროულად, სექსისტუ და ჰომოფოიური შინაარსისაა.

4 აპრილს პროსახელისფლებო ედიებმა დეზინფორმციული შინარსის ოსტი გაავრცელეს, როელშიც უბა იყო საქარველოს არასამთვრობო სეტორის სარეტინგო პოზიციის 50 გილით გაურესებაზე. აღნშნული პოსტი „POSTV - ახალი მბებისვერდმა დაარეკლამაი ფაქტ-მეტრის დასკვნით, „V-DEM სამოალაქო საზგაოების ინქსის (core civil society index) გაზვისას ებს ხელსულები მიე სამალაქო საზგაოების ფუნციონირებსთვის ნილ ოს რა საქველოს არაამთვრობო სეორის სარტინგო პოციას. შესაამისად, საქაველოს გაურეებული არა ული საზგადობრივი ორგნიზაიების საქანობას, ამედ საქველოს ხელსულები მიე სამალაქო საზგაოების ფუნციონირებსთვის გაუსებულ მოს საავს“. TV Imedi-ს ერდზე აღნშნული პოს აღა იძნება, Meta-რეკლმების ბიბიოეკაში კი POSTV- იე გაშებული ამ კი კოანიის რეამის სტადატების დამღვევადმონა ის მოქედება ეჩრდა.

სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ხელისუფლეის რთ კრტიკუ დისაშუაებები მაისდიბელ სტბი აა რთულ ოცებ -ერმა პაულ ისბუქგვე. ტი, მელიც იი რეცია ებ, ააამ PosTV - ხალი მბებმაც“.

3-4 აპრილს დარეკლამებული პოსტების ნაწილი კანონპროექტის მნიშვნელობას შეეხებოდა. აინფორმაციო ბარათები („ქარდები“), რომლებზეც კანონპროექტის დეტალეანიპულაციურადაა განმარტებული, შალვა პაპუაშვილის, მედიასაშუალებები და ანონიმურად მოქმედ ქტორების ეისბუქგვერდებსა და ნსტაგრამის ნგარიშებზე არ. ქარდების უმავ შიაა დი განსხვდე

საჯარო მოხელეების მიერ „ქარდების”, სავარაუდოდ, კოორდინირებულად გაზიარება   

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდამჭერ კამპანიაში, მმართველი პარტიის ეროვნულ და ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტების ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეებიც ჩაერთნენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ თვითმმართველობაში ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულმა პირებმა ფეისბუქის პირად ანგარიშზე იდენტური საინფორმაციო ბარათებიგამოაქვეყნეს. „სამართლიანმა არჩევნებმა“ 30 მუნიციპალიტეტის ორგანოში დასაქმებული 96 საჯარო მოსამსახურე გამოავლინა, რომლებმაც 3-4 აპრილის განმავლობაში ფეისბუქის პირად ანგარიშზე იდენტური „ქარდები” საჯარო პოსტის სახით გამოაქვეყნეს.