დასრულებული

საკანონმდებლო რეფორმაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება

ხანგრძლივობა: 1 აპრილი, 2015 – 31 მარტი, 2016

პროექტის ბიუჯეტი: 40, 250 აშშ დოლარი

 

პროექტის მიზნები:

მოცემული პროექტი მიზნად ისახავს:

ა) ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას რეფორმის პროცესში;

ბ)ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილი რეკომენდაციების ადვოკატირებას;

გ) ხელი შეუწყოს დიალოგსა და ინფორმაციის გაცვლას სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, ხელისუფლების, მედიის და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს შორის.

 

პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:

· საარჩევნო, ადგილობრივი თვითმმართველობის დასაკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება;

· საკონსტიტუციო კომისიაში, საარჩევნო და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მიღება;

· საარჩევნო რეფორმის შესახებ შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირება და ინფორმაციისმიწოდებასა ზოგადოებისთვის სარეკლამო კლიპების, ინფოგრაფიკების, ლიფლეტების, პრეს-კონფერენციების, ნტერვიუების და განცხადებების საშუალებით. ასევე, რეფორმის მიმდინარეობასთან
 დაკავშირებული ინფორმაციის განათავსება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში;

· საარჩევნო რეფორმის კუთხით შემუშავებული რეკომენდაციების გაცნობის და განხილვის მიზნით პარტნიორი ორგანიზაციის მიერ რეგიონებში და თბილისში მოწყობილ 9 მრგვალ მაგიდაში მონაწილეობის მიღება.