დასრულებული

ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეფორმების ხელშეწყობა საქართველოში

ხანგრძლივობა: 4 მარტი, 2014 - 3 აგვისტო, 2015

პროექტის ბიუჯეტი: 1,146,188  აშშ დოლარი

პროექტის მიზნები:

მოცემული პროექტი მიზნად ისახავს:

1. სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამჭვირვალობისა და სამართლიანობის ზრდა;
2. მოსალოდნელ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გაძლიერება;
3. ახლადარჩეული ადგილობრივი თვითმმართველობების ინსტიტუციური გაძლიერების მხარდაჭერა.



პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:

 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის გრძელვადიანი მონიტორინგი 73 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით;
 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღის დაკვირვება ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით 1000-ზე მეტი მოკლევადიანი დამკვირვებლის, 80-მდე მობილური ჯგუფისა და 20 იურისტის მეშვეობით;
 თვითმმართველობის არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგი;
 არჩევნების შემდგომი დავებისა და გასაჩივრების პროცესის მონიტორინგი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დახმარებით;
 არჩევნების პერიოდის დარღვევებისა და ტენდენციების ასახვა არჩევნების პორტალზე არსებულ ინტერაქტიულ რუკებზე;
 ადგილობრივი თვითმმართველობის, საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმების მიმდინარეობაში მონაწილეობა შესაბამის სამუშაო ჯგუფებსა და კომისიებში ჩართულობისა და რეკომენდაციების წარდგენის გზით;
 ახლადარჩეული თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგი საკადრო ცვლილებების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და სხდომების საჯაროობის, საბიუჯეტო განხილვებში მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით;
 ადგილობრივ თვითმმართველობებში საჯარო მოხელეთა ატესტაციებისა და კონკურსების პროცესის მონიტორინგი;
 თვითმმართველობის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ტენდენციების შეფასება და რეკომენდაციების წარდგენა;
 სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობა.