საჯარო მოხელეთა უფლებების დაცვა პოლიტიკურად ნეიტრალური და დისკრიმინაციისაგან თავისუფალი საჯარო სამსახურისთვის საქართველოში
ხანგრძლივობა: 20 აპრილი, 2015 – 31 აგვისტო, 2016
პროექტის ბიუჯეტი: 86,500 ევრო
პროექტის მიზანია:
• ხელი შეუწყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და დისკრიმინაციისაგან თავისუფალი საჯარო სამსახურის შექმნას;
• ხელი შეუწყოს საჯარო მოსამსახურეთა უფლებების დაცვას სასამართლოსადმი მიმართვის გზით სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების შემთხვევაში;
• ხელი შეუწყოს საჯარო მოსამსახურეთა ცნობიერების ამაღლებას მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:
• იურიდიული მომსახურების გაწევა საჯარო მოსამსახურეებისათვის, რომლებიც სამსახურიდან უკანონოდ, პოლიტიკური მიზეზით გაათავისუფლეს ან სხვაგვარად არიან დისკრიმინაციის მსხვერპლი საჯარო სამსახურში
• პოლიტიკური მიზნით გამართული აქციების/შეხვედრების და მასში საჯარო მოსამსახურეების მონაწილეობის მონიტორინგი;
• განათლების სამინისტროში შექმნილი პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის საქმიანობის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება, რომელიც შეიძლება გათვალისწინებული იყოს სხვადასხვა სამინისტროებში/პროკურატურაში მოსალოდნელი გამოძიების ალტერნატიული მექანიზმების შექმნის შემთხვევაში.