დასრულებული

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანება პოლიტიკურ კორუფციასთან ბრძოლაში

პარტნიორი ორგანიზაციები: ასოციაცია პრომო-ლექსი,  ამომრჩეველთა კომიტეტი უკრაინაში(CVU)

ხანგრძლივობა: 1 მაისი, 2016 – 31 ოქტომბერი, 2016

ბიუჯეტი: 24,991 ევრო („სამართლიანი არჩევნები“ – 5 220 ევრო)

 პროექტის მიზანი: 

• ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას და კომუნიკაციას პოლიტიკურ კორუფციასთან ბრძოლაში ერთობლივი ინიციატივების და ადვოკატირების გზით; 

• გააძლიეროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობები პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო კამპანიის მონიტორინგის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობით, კომუნიკაციით და ინფორმაციის გაცვლით არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის.

პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები: 

• პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის შედარებითი და სიღრმისეული ანალიზი პოლიტიკურ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში;

• შეხვედრები ინფორმაციის გაცვლის და ადვოკატირების მიზნით;

• საზაფხულო ბანაკი პოლიტიკურ კორუფციასთან ბრძოლაზე; 

• სასწავლო ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მონიტორინგის გამოცდილების გაცნობის მიზნით.