სოციალური მედიის მონიტორინგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში
დონორი: ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“
ხანგრძლივობა: 1 იანვარი, 2020 - 30 ივნისი, 2020
ბიუჯეტი: 28,846 აშშ დოლარი
პროექტის მიზნები:
- არჩევნების კონტექსტში სოციალური მედიიის გამოყენების ანალიზი რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების გამოყენებით;
- საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სოციალურ მედიაში წარმოებული დეზინფორმაციის, დისკრედიტაციული და დამაპირისპირებელი კამპანიების შესახებ;
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:
- არჩევნების კონტექსტში Facebook-ის გამოყენების მონიტორინგი და ანალიზი;
- ინტერაქტიული ვებგვერდის შექმნა მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი დეზინფორმაციის, დისკრედიტაციული და დამაპირისპირებელი გვერდების შესახებ;
- საჯარო დისკუსიები არჩევნებში სოციალური მედიის გამოყენების შესახებ რეგიონებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი აქტივისტების მონაწილეობით;
- ტრენინგები სამართლიანი არჩევნების სოციალური მედიის მონიტორინგის მეთოდოლოგიის შესახებ ორგანიზაციის რეგიონული და რაიონული წარმომადგენლებისთვის.