2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დაცვა სოციალურ მედიაში წარმოებული დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის კამპანიებისგან
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დაცვა სოციალურ მედიაში წარმოებული დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის კამპანიებისგან
დონორი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი
ხანგრძლივობა: 15 აპრილი, 2020 - 15 აპრილი, 2021
ბიუჯეტი: 69,624 აშშ დოლარი
პროექტის მიზნები:
- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში სოციალური მედიის გამოყენების ანალიზი;
- საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სოციალურ მედიაში წარმოებული დეზინფორმაციის, დისკრედიტაციული და დამაპირისპირებელი კამპანიების შესახებ;
- სოციალური მედიის დაცვა საზღვარგარეთიდან მომდინარე მტრული ინფორმაციული ჩარევებისგან.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:
- არჩევნების კონტექსტში სოციალურ მედიაში წარმოებული დეზინფორმაციის, დისკრედიტაციული და დამაპირისპირებელი კამპანიების მონიტორინგი თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით;
- მონიტორინგის შედეგებისა და სოცმედიის უსაფრთხო გამოყენების შესახებ საზოგადოების ინფორმირება ორგანიზაციის ვებპლატფორმების, მათ შორის კომიქსის და ჩატბოტის, გამოყენებით;
- სოციალური რეკლამების მომზადება მტრული ინფორმაციული კამპანიების შესახებ და მათი ეროვნულ მაუწყებლებში გაშვება;
- რეგულარული კომუნიკაცია Facebook-თან მონიტორინგის შედეგებისა და რეკომენდაციების გაზიარებისა და სოცმედიის მტრული ჩარევებისგან დაცვის მიზნით.