საკანონმდებლო რეფორმა
დონორი ორგანიზაცია: ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED)
ხანგრძლივობა: 1 მაისი - 31 დეკემბერი, 2013
პროექტის ბიუჯეტი: 41 540 აშშ დოლარი
პროექტის მიზნები:
მოცემული პროექტი მიზნად ისახავს:
ა) ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოებსი მონაწილეობას რეფორმის პროცესში;
ბ) ხელი შეუწყოს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას;
გ) ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციასა და დამოუკიდებლობას.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:
პროექტის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები“ განახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
- შეიმუშავებს დეტალურ რეკომენდაციებს საკონსტიტუციო, საარჩევნო და ადგილობრივი თვთმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით;
- მონაწილეობას მიიღებს საკონსტიტუციო კომისიის, ინტერფრაქციული ჯგუფისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ჯგუფის მუშაობაში;
- მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქართველოს მასშტაბით ჩაატარებს 12 მრგვალ მაგიდას, რომელთა სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ აქტიური მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და სხვა დაინტერესებული მხარეები. თითო მრგვალ მაგიდას დაესწრება 30-50 მონაწილე;
- რეფორმის შესახებ საზოგადოებისათვის სრულყოფილი და ობიექტური ინფრომაციის მიწოდების მიზნით მონაწილეობას მიიღებს თოქ-შოუებში, პრეს-კონფერენციებში და მისცეს ინტერვიუებს. მომზადებულ საკანონმდებლო რეკომენდაციებს განათავსებს ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.