დასრულებული

მართლმსაჯულებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა მედიისა და საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის

დონორი: EWMI (USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამა) 

ხანგრძლივობა:  01 ივლისი, 2022 - 31 დეკემბერი, 2023

პარტნიორი ორგანიზაცია: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ბიუჯეტი: 94,142.09 აშშ დოლარი

 

პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია პოლიტიკურად მოტივირებული დისკრიმინაციის/გათავისუფლების  პრევენცია და შემცირება, ასევე მედიისა  და გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერა.

 

პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:

  • საჯარო სამსახურიდან/სახელმწიფო დაწესებულებებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პირების იურიდიული დახმარება;
  • მედიისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, ჟურნალისტების/მედია საშუალებების მხარდაჭერა სტრატეგიული სამართალწარმოებით;
  • ჟურნალისტის უფლებებისა და სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება;
  • მედიის თავისუფლებისა და დეპოლიტიზებული საჯარო სექტორის საუკეთესო პრაქტიკის ეფექტური განხორციელების ადვოკატირება.