დასრულებული

საკანონმდებლო რეფორმა

ხანგრძლივობა: 1 თებერვალი - 31 დეკემბერი, 2014

პროექტის ბიუჯეტი: 42675 აშშ დოლარი

პროექტის მიზნები:

მოცემული პროექტი მიზნად ისახავს:

ა) ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას რეფორმის პროცესში;

ბ) ხელი შეუწყოს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას;

გ) ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციასა და დამოუკიდებლობას.



პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები: 

პროექტის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები“  განახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:

 შეიმუშავებს რეკომენდაციებს საკონსტიტუციო, საარჩევნო და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმებთან დაკავშირებით;

 მონაწილეობას მიიღებს საკონსტიტუციო კომისიის, ინტერფრაქციული ჯგუფისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში;

 რეფორმის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით ჩაატარებს 12 მრგვალ მაგიდას, რომლის სამიზნე ჯგუფებიც იქნებიან პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი თვითმმართველობის და საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები, მედია და სხვა დაინტერესებული მხარეები;

 

 რეფორმის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის თოქ-შოუების, პრეს-კონფერენციების,  ინტერვიუების და განცხადებების საშუალებით. ასევე, რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას განათავსებს ორგანიზაციის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში.