განცხადებები

მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ წარმომადგენლებს მმართველი პარტიის მხარდამჭერები შეხვედრებში ხელს უშლიან.

მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს ხელის შეშლის იმ მართულ და ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენი მოძრაობის წევრებისა და მხარდამჭერების რეგიონებში მოსახლეობასთან მიმდინარე შეხვედრების დროს.

მოძრაობის წევრები, 3 ივლისს თბილისში დაანონსებული აქციის წინ, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ ევროკავშირში საქართველოს წევრობის მნიშვნელობასა და ამ მიზნით რეფორმების იმ 12 პუნქტის შესრულების აუცილებლობაზე, რაც ჩვენს ქვეყანას წევრობის სტატუსის მისაღებად ევროსტრუქტურებმა წლის ბოლომდე განუსაზღვრეს. ჩვენ არ გვჯერა, რომ მთავრობა ამ რეკომდენდაციებს შეასრულებს, ამიტომ ვითხოვთ ეს მისია იკისროს „ეროვნული თანხმობის მთავრობამ - ევროკავშირისთვის“.

თელავში, ხონში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში, სამტრედიაში, ასევე თბილისში სტუდეტებთან საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებისას წინასწარ დაანონსებულ შეხვედრებს ხელი შეუშალეს და მათი ჩაშლა სცადეს აგრესიულად განწყობილმა მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა და საჯარო მოხელეებმა. რიგ შემთხვევებში ეს ადამიანები ორგანიზებულად და ჯგუფურად დაჰყვებიან ჩვენს წარმომადგენლებს შეხვედრებზე და მათ მსვლელობაში დესტრუქციულად ერევიან. 

Შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ეს ქმედებები შეიცავენ დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებული  შეკრების უფლების ხელყოფა.

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას შეწყვიტოს მათთვისვე კონტრპროდუქტიული პროვოკაციები, რაც უკიდურესად აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას.

Მოძრაობა “შინ ევროპისკენ” მკაფიოდ აცხადებს, რომ ერთგულია მხოლოდ და მხოლოდ შეკრების მშვიდობიანი ფორმების და მოუწოდებს სამართალდამცავებს, უზრუნველყონ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და ადგილზევე აღკვეთონ პროვოკაციები.

მსგავსი წინააღმდეგობა, კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვძენს და გვარწმუნებს იმაში, რომ სწორ საქმეს ვემსახურებით, რომელსაც თანმიმდევრულად და გეგმაზომიერად გავაგრძელებთ.