კვლევები

ელექტრონული ტექნოლოგიები არჩევნებში

კვლევაში განხილულია თანამედროვე ტექნოლოგიების - ამომრჩეველთა აუთენტიფიკაცია/იდენტიფიკაციის დანერგვის პროცესი, ფუნქციონირება და შედეგები სომხეთის, მოლდოვის, ყირგიზეთისა და ალბანეთის მაგალითზე. გამოკვლეულია იმ სახელმწიფოთა პრაქტიკაც (ნიდერლანდები, გერმანია, ირლანდია), რომლებმაც შეწყვიტეს ელექტრონული ხმის მიცემისა და დათვლის სისტემის გამოყენება. ამასთან, ესტონეთის გამოცდილებაზე დაყრდნობით, გაანალიზებულია ინტერნეტით ხმის მიცემის (I-Voting) პროცედურა, ასევე, აღწერილია ნორვეგიის მაგალითი, რომელმაც შეწყვიტა აღნიშნული მეთოდის გამოყენება. დაბოლოს, შესწავლილია ლიეტუვას შემთხვევა, რომელიც უახლოეს მომავალში გეგმავს საარჩევნო სისტემის გაციფრულებას და I-Voting-ის დანერგვას ხმის მიცემის პროცესში.

კვლევის ფარგლებში, თითოეული ქვეყნის მაგალითზე, გაანალიზებულია ახალი საარჩევნო სისტემის უპირატესობები და უარყოფითი მხარეები, ამასთან, საუბარია შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, რომლებიც თან ახლავს ახალ ტექნოლოგიებს. მეტიც, საკითხის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (შემდეგში „სამართლიანი არჩევნები“), ინტერვიუს ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ექსპერტებს გაესაუბრა.