მიმდინარე

ანგარიშვალდებულების, სამართლიანობისა და რეფორმების ხელშეწყობა არჩევნებში (FAIR Elections)

ხანგრძლივობა: 1 აგვისტო, 2019 - 31 მარტი, 2022

ბიუჯეტი: 1,499,953.3 აშშ დოლარი

დონორი: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

პროექტის მიზანი: თანასწორი, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების გაძლიერება არჩევნებში ანგარიშვალდებულების, სამართლიანობისა და რეფორმების ხელშეწყობის გზით.

პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:

ანგარიშვალდებულება: საზოგადოებისთვის არჩევნებისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პროცესების შესახებ ობიექტური და დამოუკიდებელი შეფასების მიწოდება სანდო და ინოვაციური მეთოდოლოგიის გამოყენებით;

სამართლიანობა: საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოების ნდობის გაზრდა დარღვევების აღმოჩენისა და მათზე დროული რეაგირების მეშვეობით; საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა ორგანოების მიერ საარჩევნო დარღვევების განხილვის პროცესის მონიტორინგი.

რეფორმები: საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების ხელშეწყობა რეკომენდაციების შემუშავებით და საარჩევნო რეფორმების ადვოკატირების გზით.