მიმდინარე

ინფორმაციის სანდოობის დაცვა და ამომრჩეველთა მედეგობის გაზრდა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის

დონორი: გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭრილი- zivik Funding Programme of the ifa Institut für Auslandsbeziehungen

ხანგრძლივობა: 1 მარტი, 2024 – 31 დეკემბერი, 2024 (10 თვე)

ბიუჯეტი: 75,985.98 ევრო

პროექტის მიზანი: საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თანაბარი და სამართლიანი ციფრული საინფორმაციო გარემოს ხელშეწყობა, რაც ამომრჩევლებს საშუალებას მისცემს თავიანთი მოსაზრებები მანიპულაციისა და დეზინფორმაციისგან დაცლილ გარემოში ჩამოაყალიბონ. პროექტი ხელს უწყობს ინფორმირებული ელექტორატის ჩამოყალიბებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ქალებსა და საჯარო მოხელეებს შორის, რომლებიც შეძლებენ არჩევნების დროს სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის იდენტიფიცირებას.

 

პროექტის აქტივობები:

  • ტრენინგების ჩატარება ქალებისა და საჯარო მოხელეებისთვის და საინფორმაციო ბანაკის ორგანიზება ახალგაზრდებისთვის.
  • სემინარების ორგანიზება ქალი პოლიტიკოსებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის და მედიის პროფესიონალებისთვის სოციალურ ქსელებში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის თემაზე.
  • სოციალური მედიის მონიტორინგი, ბლოგ პოსტებისა და ანგარიშების მომზადება, რომლებიც ფოკუსირებულია სოციალურ ქსელებში გენდერულ დისკრიმინაციასა და პოლიტიკური პარტიების კამპანიებზე.