ფემიციდი და მასთან დაკავშირებული გამოწვევები საქართველოში
ფემიციდი წარმოადგენს ძალადობის ერთ-ერთ ექსტრემალურ ფორმას, რომელიც არა მხოლოდ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ ქალის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულები განსხვავდებიან ცალკეულ სოციალურ და კულტურულ რეალობაში, ფემიციდი გლობალური მოვლენაა, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საგანგაშო ნიშნულს მიაღწია.
წინამდებარე კვლევა წარმოადგენს ერთგვარ მცდელობას მიმოიხილოს ის საკანონმდებლო გარანტიები, რაც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობისა და ფემიციდის კრიმინალიზებას ახდენს საქართველოში, გამოავლინოს ამ მიმართულებით პრაქტიკაში არსებული პრობლემები და შეიმუშავოს რეკომენდაციები.