მედიაგარემოს შეფასება - 2022
მედიის თავისუფლების გარანტიებს საქართველოს კონსტიტუცია ადგენს. აგრეთვე, ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით არის განსაზღვრული რას ნიშნავს გამოხატვის თავისუფლება, რა ხვდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და რომელია ის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც შეიძლება შეიზღუდოს ეს უფლება.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოში გამოხატვის სტანდარტი უფრო მაღალია, ვიდრე ევროკავშირის სახელმძღვანელო დოკუმენტებით არის გათვალისწინებული.
მედიის რეგულირება განსხვავდება მათი ტიპის მიხედვით. დამატებითი რეგულაციები, გარდა საქართველოს კანონით განსაზღვრული ზოგადი რეგულაციებისა, არ არის დადგენილი ონლაინ და ბეჭდური მედიისთვის. რაც შეეხება სამაუწყებლო მედიას მას არეგულირებს კომუნიკაციების კომისია, რომელიც არის დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო.
მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა საქართველოში ყოველწლიურად უარესდება. ამას მოწმობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული ანგარიშებიც.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მედიის თავისუფლების გამოწვევებს შორის არის ისეთი საკითხები, როგორებიცაა მედიაპოლარიზაცია, ჟურნალისტების მიმართ ძალადობა, დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიაზე ზეწოლა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარვეზები.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა. მმართველი პარტიისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ ქვეყანაში ლიბერალური კანონმდებლობის არსებობაზე და სხვადასხვა შეზღუდვის დაწესებაზე მიუთითებენ.
ცალსახაა, რომ მედია დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, აღწეროს და გააანალიზოს მედიაში მიმდინარე მოვლენები.
დოკუმენტის ახალ ფანჯარაში გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ
ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.